ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3909
ObjectID: 3909
ID: 3909
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე ქართული აგურით ნაგები, რთული გეგმის მქონე ორსართულიანი სახლი აბესაძისა და კუფტინის ქუჩების შეყრის ადგილას დგას. მას აბესაძის ქუჩის მხრიდან მცირე ინტერვალის დაშორებით სამსართულიანი შენობა ემეზობლება (#13), რომელიც ამასთანავე ქუჩის სიღრმეში დგას. ამის გამო აბესაძის ქუჩაზე სახლი ორი ფასადით გამოდის, რომელთაგან მთავარი ქუჩის პირზეა. შენობას ორი ეზო ახლავს. ერთი საკუთარია და შენობის შუაშია მოქცეული, ხოლო მეორე - საზიაროა და #13 შენობასაც ეკუთვნის. აბესაძის ქუჩაზე გამომავალი ორივე ფასადი თითქმის იდენტურადაა მორთული. ისინი შელესილია და ორფერადაა შეღებილი. კედლის სიბრტყე მოვარდისფროა (იგი რამდენჯერმე შეუღებავთ და სხვადასხვა ფერის საღებავის კვალი გაირჩევა), ხოლო შემამკობელი არქიტექტურული ელემენტები თეთრი. ფასადები სისადავით ხასიათდება. სართულებს მარტივად პროფილირებული სარტყლები მიჯნავს. კედელში ჩარიგებულ ფანჯრების სწორკუთხა ღიობებს საპირეები შემოუყვება. ამასთან მეორე სართულის საპირეებს პროფილირებული რაფები და თავსართები ახლავს. თავსართები მამაკაცის ჰორელიეფურად გამოსახულ მასკარონებს ეყრდნობა. პირველი სართულის საპირეები კი ფასადზე გავლებულ სარტყელს ებჯინება და ქალის ჰორელიეფურად გამოსახული მასკარონებითაა აღნიშნული. (ეს საჭექი ქვები მხოლოდ მთავარ ფასადზე გვხვდება) ამ სართულზე ფანჯრებს შორის კედლის არე ჰორიზონტალური, ხოლო ზემოთ ვერტიკალური მსუბუქი ღარების მეშვეობითაა დამუშავებული. მთავარ ფასადზე მარცხენა ნაწილში მოთავსებულია სადარბაზოში შემავალი დეკორატიული კარი. ზედა სართულის კიდურა ნაწილებში კი თითო-თითო ლითონის აჟურულ მოაჯირიანი შეკიდული აივანი გამოდის. ისინი მხატვრულად დამუშავებულ კრონშტაინებს ებჯინება. (მარცხნივ მდებარე ამჟამად გოფრირებული პლასტიკატის ფირფიტითაა გადახურული) აივნების აქეთ-იქით კედლის სიბრტყე გაფორმებულია ორ-ორი კანელურებიანი პილასტრით, რომელთაც იონიური კაპიტელები ახლავთ. ასეთივე პილასტრები აბესაძის ქუჩაზე გამომავალი მეორე ფასადის ზედა სართულის ფანჯრებს შორისაც გვხვდება. პირველ სართულზე კი მათ ჰორიზონტალური ღარების მეშვეობით დამუშავებული პილასტრები ენაცვლებათ. შენობას აგვირგვინებს მართკუთხა შეღრმავებებით დანაწევრებული პარაპეტი. სახლის კიდევ ერთი ფასადი, რომელიც სამკაულის გარეშეა წარმოდგენილი კუფტინის ვიწრო ქუჩაზე გადის. იგი ქუჩის ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. შელესილი და შეღებილია. დღეს ბათქაში ალაგ-ალაგ აცვენილია და აგურის წყობა ჩანს. სახლს სადარბაზო კარი ამ მხრიდანაც აქვს. ფასადის მარცხენა კიდურა ნაწილში სწორკუთხა ღიობში კი მოთავსებულია რკინის ჭიშკარი, რომელსაც ჯერ ბრტყელგადახურვიან ტალანში შევყავართ, ხოლო მისი გავლის შემდეგ ვხვდებით მცირე ზომის სწორკუთხა მოხაზულობის ეზოში. ამ მხრიდან შენობა ხის ჭვირულად გაფორმებული აივნებით იხსნებოდა. ამჟამად მისი თავდაპირველი სახე შეცვლილია. ნაწილობრივ იგი შუშაბანდადაა გადაკეთებული, თუმცა აივნის მოხარატებული მოაჯირები დღესაც შერჩენილია. მარცხენა მხარეს აქ მოთავსებულია რკინის სპირალური კიბე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სახლს კიდევ ერთი, დაახლოებით სამკუთხა ფორმის, საზიარო ეზო ახლავს. მასში მოხვედრა შესაძლებელია აბესაძის ქუჩიდან. მეზობელ # 13 სახლს შორის მოთავსებული რკინის ჭიშკრის მეშვეობით. ამ მხრიდან შენობა ირეგულარული მოხაზულობისაა და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასაწყის ნაწილში იგი ზედა სართულზე ჭვირულად შემკული აივნით იხსნება, რომელიც ნაწილობრივ დღეს შუშაბანდს წარმოადგენს. შუშაბანდსა და # 13 სახლს შორის გადებულია მცირე ზომის ხის მოხარატებულ მოაჯირიანი “ხიდი”, რომლის მეშვეობითაც სახლები ერთმანეთს უკავშირდება. პირველ სართულზე მცირე მინაშენია მიდგმული. შენობის მარჯვენა კიდურა ნაწილში მეორე სართულზე აგრეთვე არის მოგვიანო ცემენტით შელესილი მინაშენი, რომელიც რკინის ბოძებს ებჯინება. ამ უკანასკნელის გასწვრივ კი ეზოში დგას მცირე ზომის ფარდულები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3696
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80350986
Y: 41.69197324