CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3908
ObjectID: 3908
ID: 3908
Name: სასულიერო სემინარია
FullName: სასულიერო ემინარია
Description: სიონის ქუჩა #13-ში მდგარი შენობა წარმოადგენს მსხილმასშტაბიან, გეგმაზე მართკუთხა ნაგებობას, შიდა, წაგრძელებული, სწორკუთხა ეზოთი. გარედან, სიონის ქუჩის მხარეს, მარჯვენა კუთხეში შემოჭრილია სიონის ტაძრის რუსული სამრეკლო. გვერდითი, მოკლე ფასადები გადის ერთ მხარეს სიონის შესახვევში, ხოლო, მეორე მხარეს - სკვერში. სამსართულიან ნაგებობაში, რომელიც გადის ასევე კოტე აფხაზის ქუჩაზე, ამჟამად, ერთ ნაწილში განთავსებულია სასულირო სემინარია, ხოლო, აფხაზის ქუჩის მხარეს მრავალბინიანი საცხოვრებელია. მთავარი ფასადი სიონის ქუჩის მხარესაა და მხოლოდ, ეს ფასადია გაფორმებული, დანარჩენ ფასადებზე სწორკუთხა ფორმის ფანჯრებით დანაწევრებული, შეულესავი აგურის წყობაა. ზოგიერთ ფანჯარას ზემოდან აზის ფრონტონის მსგავსი თავსართი. ფანჯრების ღიობებს შემოუყვება სადა საპირე. საპირე და თავსართი შელესილია. მთავარი ფასადი გაფორმებულია ფსევდო-ისლამურ სტილში. უხვად არის მორთული კარ-ფანჯარათა ღიობები ისლამური ხასიათის ორნამენტებით.
პირველ სართულზე გამოდის მაღალი და განიერი, დაწახნაგებულთაღოვანი ღიობები, რამდენიმე ღიობი შედარებით ვიწროა თუმცა, თაღის ფორმა ყველგან ანალოგიურია. მეორე სართულზე შუაკედლისებს შორის მოთავსებულია ორ-ორი, შეწყვილებული, ვიწრო, სწორკუთხა ფორმის ფანჯარა. ფანჯრებს ზედა მონაკვეთში გადაევლება მცენარეული ორნამენტის საპირე. მესამე სართულზე კი სამ-სამი თაღოვანი ფანჯარაა. ფანჯრებს შორის მონაკვეთებს ქვის სვეტის სახე აქვს მიცემული. სამივე თაღი გაფორმებულია წვრილი, კბილანებიანი ორნამენტით. პირველ და მეორე სართულს პროფილირებლი კარნიზი გამოჰყოფს, ხოლო, მეორე და მესამე სართულს - განიერი, ორნამენტული სარტყელი. სართულების გამომყოფი სარტყელიც და კარნიზიც სამივე სართულის სიმაღლეზე იკვეთება შუაკედლისებით, რომლებსაც პილატრის ფორმა აქვთ და მთელ სიგრძეზე გაფორმებულია აგურის და ქვის მართკუთხა არეების მონაცვლეობით. ფასადს აგვირგვიგებს მაღალი, პროფილირებული კარნიზი, რომლის ქვეშ ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი, სტალაქტიდური ორნამენტის მწკრივია. კარნიზს ზემოთ მაღალი პარაპეტია მოწყობილი, რომლის შუა მონაკვეთი აღნიშნულია ფრონტონის არით. ამ ფასადის შუა მონაკვეთში მოწყობილია ტალანი, რომლიდანაც შევდივართ შეულესავ და აგურის წყობით მოპირკეთებულ შიდა ეზოში. მართკუთხა მოხაზულობის ეზო ოთხივე მხარეს ოთხსართულიანია, პირველი სართულიდან მეოთხე სართულამდე კედლებს ანაწევრებს პილასტრები, რომლებიც ზედა სართულზე შეისრულ თაღს კრავს, ქვედა სართულებზე კი განიერი და მაღალი, დაბრტყელებული თაღის ღიობები გამოდის. კოტე აფხაზის ქუჩის და ასევე, სიონის შესახვევის მხრიდან ორი სადარბაზოა მოწყობილი, საიდანაც შევდივართ ვიწრო გალერეებში, რომლებიც ნაგებობას მთელ სიგრძეზე გაუყვება, ხოლო მათ გასწვრივ, ოთახები ანფილადურადაა განლაგებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4874
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სიონის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: ;
CurrentFunction:
საცხოვრისი;რელიგიური, რიტუალური>>რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებები>>სასულიერო სემინარია ;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80708742
Y: 41.69097772