{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3907?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3907?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3907?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3907",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3907,
    "ID" : 3907,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "დიდი მოცულობის ორსართულიანი შენობა სარდაფით სულთნიშნისა და ყავლაშვილის ქუჩების კუთხეში დგას  და შესაბამისად ორივე ქუჩაზე გადის ფასადებით. სახლს აქვს ეზო, სადაც სულთნიშნის ქუჩის მხრიდან ვხვდებით. ეზო ქუჩისგან გამიჯნული არ არის. უკანა ფასადი გადის ყავლაშვილის შესახვევში. შენობა აგურითაა ნაგები და შელესილია. ნალესობაზე რუსტირების იმიტაციაა დატანილი. შენობის გვერდითა კედელი სულთნიშნის ქუჩის მხარეს არაპარადულია. მას ორი გვიანდელი მიშენება აქვს, რაც ამახინჯებს შენობას. სულთნიშნის და ყალაშვილის ქუჩის ფასადები თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. სარდაფის არე სწორკუთხა ფანჯრებით გადის ფასადზე. ზოგიერთ მათგანს შენარჩუნებული აქვს ლითონის ცხაურები. პირველი სართული სწორკუთხა ფანჯრების რიგით ნაწევრდება. ფანჯრებს საპირეები შემოწერთ და საჭექი ქვის იმიტაციებითაა აღნიშნული. ყავლაშვილის ქუჩის მხარეს ზოგიერთი ფანჯარა საპირის გარეშეა ახალი შელესილობის გამო. ხოლო ერთი ფანჯარა ამოქოლილია. სულთნიშნის ქუჩის მხარეს მარჯვენა კედეში ერთმანეთის გვერდით ორი ხის კარია მოთავსებული. ორივე კარის ფრამუგას თაღოვანი დაბოლოება აქვს. მეორე სართული თაღოვანი ფანჯრებით ნაწევრდება, რომლებიც ასევე დაირთავენ საჭექ ქვებს. გარდა ამისა მეორე სართული დამატებით გაფორმებულია დაღარული პილასტრებით. სართულებს შორის ფართო ჰორიზონტალური სარტყელი გადის, რომელიც სწორკუთხედებითაა აღნიშნული. სახლი შემაღლებული პარაპეტით სრულდება, რომელიც პილასტრისმაგვარი შვერილებითაა დანაწევრებული. შენობას მოზრდილი ეზო აქვს, სადაც ღია შესასვლელით სულთნიშნის ქუჩის მხრიდან ვხვდებით. შენობა სამი მხრიდან შემოწერს ეზოს. მეორე სართულს მთელ გაყოლებაზე აივანი გასდევს, რომელიც დიდი ოსტატობით შესრულებული ჭვირული თაღებითა და მოაჯირებითაა გაფორმებული. პირველი სართული ამჟამად შემინულია. თავდაპირველად ალბათ ეს სართულიც ღია აივნებით იხსნებოდა. ეზოს მარცხენა მონაკეთში მეორე სართულზე გვიანდელი მინაშენია, რაც ამახინჯებს შენობას. უკანა ფასადი სადაა, მეორე სართულს გასდევს დახურული აივანი, რომლის თაღები გოთურ სტილშია გადაწყვეტილი. სულთნიშნის ქ. #2 მხატვრულ-არქიტექტურლი თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა ზემო კალაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5052",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ყავლაშვილის ქ./10.სულთნიშნის შეს./2.აკოფიანი აკოფის ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.805205579999999,
    "Y" : 41.69391787
  }
}