{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3905?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3905?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3905?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3905",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3905,
    "ID" : 3905,
    "Name" : "შერეული ფუნქციის შენობა",
    "FullName" : "შერეული ფუნქციის შენობა",
    "Description" : "კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) #22-ში მდგარი შენობა წარმოადგენს კალა უბნის ყველაზე მასშტაბურ ნაგებობას. ის თავდაპირველად ქარვასლას წარმოადგენდა. მისი ფასადები გადის აფხაზის, ანტონ კათალიკოსის ქუჩებსა და ერეკლეს მოედანზე. მეოთხე მხარე განაშენიანებაშია და არ აღიქმება. კოტე აფხაზის ქუჩის მხარეს შენობის ფასადი ორსართულიანია, კათალიკოსის ქუჩისკენ, ზედა მხარეს - ორსართულიანი, ხოლო ქვემოთკენ - სამსართულიანი, ერეკლე II-ის მოედნისკენ კი ნაგებობა ოთხსართულიანია. გეგმაზე ტრაპეციის ფორმის მქონე ნაგებობას შიგნით ვრცელი, იმავე ფორმის შიდა ეზო აქვს. ერეკლე II-ის მოედნისკენ არსებულ, ოთხსართულიან ფასადს მხოლოდ კუთხის მონაკვეთებში აქვს დარჩენილი ნალესობა, ხოლო შუაში დიდ მონაკვეთზე ფასადს სრულიად დაკარგული აქვს შელესილობა და შიშველი აგურის წყობა ჩანს. ოთხივე სართულს ანაწევრებს განიერი ფანჯრები, ზოგი ფანჯარა სწორკუთხა ფორმისაა, უმრავლესობას კი ზემოდან ოდნავ გამრუდებული თაღის ფორმა აქვს. ფასადის შუაში, ოთხივე სართულზე, ერთმანეთის თავზე მაღალი და განიერი, ნახევარწრიული ფორმის თაღოვანი ღიობები გამოდის. პირველი სართულის ღიობი ნაგებობაში შესასვლელი იყო, ხოლო, ზედა სართულებზე სავარაუდოდ, აივნები გადმოდიოდა. დანარჩენ ფასადებს აფორმებს რუსტირების იმიტაციის შელესილობა, ორივე სართულზე. ფასადები ნაწევრდება კარ-სარკმელთა სწორკუთხა ღიობებით. ფანჯრებს შემოუყვება კუთხეებში შეტეხილი მოჩარჩეობა. ყველა ფანჯარას ზემოთ აქვს საჭექი ქვის იმიტაცია.                                                   \r\nნაგებობა შიგნიდან დაირთავს ფართო, მართკუთხა ფორმის ეზოს, რომელიც ორივე სართულზე ლითონის აჟურული სვეტებისა და მოაჯირების მქონე აივნით იყო გახსნილი. ამჟამად, აივანი მხოლოდ კათალიკოსის ქუჩის მხარეს არის შემორჩენილი, დანარჩენი ნაწილი ამოშენებულია. შიდა ეზოში კოტე აფხაზის ქუჩიდან დიდი თაღოვანი ტალანით შევდივართ, რომლის თავზეც მასკარონია წარმოდგენილი, ბიჭის გამოსახულებით. ტალანის თავზე, მეორე სართულზე სამი, თაღოვანი სარკმელი გამოდის, რომლებსაც სვეტების მსგავსად, პილასტრები აუყვება იონური კაპიტელებით, ხოლო თაღზე, სამი საჭექი ქვის იმიტაციით. კათალიკოსის ქუჩიდან არის შესასვლელი, რომელსაც პირველი სართულის დერეფანში შევყავართ. აქ არის ასევე, მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე, ლითონის მოაჯირით.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4570",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ანტონ კათალიკოსის ქ./19.კოტე აფხაზის  ქ./22",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "სავაჭრო\u003e\u003eქარვასლა, ფუნდუკი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;\nადმინისტრაციული;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806065109999999,
    "Y" : 41.693039859999999
  }
}