ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3903
ObjectID: 3903
ID: 3903
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიან შენობას, აბო თბილელის ქუჩისა და ლ. გუდიაშვილის მოედნის კუთხეში, მოზრდილი ტერიტორია უკავია. შენობა საპარადე ფასადებით, როგორც მოედნისა და აბო თბილელის ქუჩის მხარეს, ასევე, მათ გადაკვეთაზე გადის. ფასადები შელესილია და იდენტურადაა გადაწყვეტილი. სართულებს შორის პროფილირებული სარტყელი გადის. I სართულის მონაკვეთი რუსტიკის იმიტაციითაა დაფარული და ვარდისფრად არის შეღებილი. მის დამანაწევრებელ, ფანჯრის სწორკუთხა ღიობებს მხოლოდ რუსტირებული თავსართები ამკობს. პლასტიკური სამკაული II სართულზეა თავმოყრილი. გლუვი კედლის სიბრტყე ქვიშისფრადაა დაფერილი, საპირეშემოვლებული, სწორკუთხა ფანჯრები ქუსლებთან კედლის ზედაპირიდან ჩაწეული, მარტივი მართკუთხედებითაა აღნიშნული, ხოლო, ზედა ნაწილებში პლასტიკურად ნაძერწი ელემენტებით, რომელთა თავზეც კრონშტეინებზე დაყრდნობილი ორდერის ელემენტებია მოთავსებული. მოედნის მხარეს მიმართულ ფასადს თაღოვანი ფრონტონები ამკობს (ზოგიერთი დაკარგულია), ხოლო, აბო თბილელის ქუჩისკენ მიქცეულ ფასადს - ჰორიზონტალური თავსართები. კუთხის ფასადი ჩამოჭრილია. მის ცენტრალურ ღერძს ლითონის აჟურული აივანი გამოჰყოფს, რომელსაც თავის მხრივ, მოედნის მხარეს მიმართული ფასადის ცენტრში გადმოკიდებული, ლითონის აივანი ეხმიანება. ფასადების კიდეები კორინთული სვეტებითაა ფლანკირებული. კაპიტელებს პუტების პლასტიკური გამოსახულებები აქვს დამატებული. აბო თბილელის ქუჩის მხარეს შენობა ორი ფასადით გამოდის, რომელთა შორისაც ეზო-ჰოლია მოწყობილი. მარჯვენა ფასადი, როგორც ზემოთ ითქვა, სხვა ფასადების იდენტურია (მის კიდეში სადარბაზო კარია მოწყობილი. ხის კარს ლითონის აჟურით შემკული ცხაურები ამშვენებს), ხოლო, რაც შეეხება მარცხენას, ის ყოველგვარ დეკორს მოკლებულია. შელესილ და დაუფერავ ფასადს მხოლოდ, ფანჯრის ღიობები ანაწევრებს. მცირე ზომის ეზოს ლითონის სამმარშიანი კიბე იკავებს. მარშებს შორის მცირე ზომის აივნებია მოწყობილი. სახლი ქუჩისა და ეზოს სივრცეში ხის, ჭვირული აივნებით იხსნება (აივნების მარცხენა მონაკვეთი შემინულ-შეფიცრულია). აივნების მოაჯირებმა დღემდე თითქმის, უდანაკარგოდ მოაღწია, რასაც ვერ ვიტყვით სვეტების “ფარდებზე”. შენობა მაღალმხატვრული ღირებულების მატარებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3705
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თბილელი აბოს ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80404129
Y: 41.69112852