ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3900
ObjectID: 3900
ID: 3900
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ფსევდოკალსიცისტური სტილისტიკის ნაგებობა, რომლის ცენტრალური ფასადიც გამორჩეულად შეკრული, კომპაქტური და მხატვრულ-ვიზუალურად დასრულებულია. პირველ სართულზე მხოლოდ ფანჯრების ჭრილები და შიდა ეზოში შემავალი დიდი განიერი ღიობია განთავსებული. აქ ექვსი ფანჯარაა გადანაწილებული ერთმანეთის მიყოლებით. თითოეული მათგანის ფირმა მართკუთხა მოხაზულობისაა, თუმცა მის შიგნით უკვე საკუთრივ ფანჯრის ხის ჩარჩოს მოხაზულობას შეწყვილებული თაღოვანი სარკმელის ფორმა აქვს. მას ზევიდან ნახევარრკალისებური მონახაზი ამთლიანებს და შუაში გაჩენილ არეში კი ორნამენტული დეტალია განთავსებული. ფანჯრის ქვევით კედლის სიღრმეში ჩაზნექილი ჰორიზონტალური მართკუთხედია განთავსებული. მსგავსი დეკორატიული მოტივი ფანჯრის ჭრილს ვიზუალურად კიდევ უფრო აგრძელებს. იგივეს ემსახურება პირველი სართულის ფანჯრების თავზე, შუა არეზე, სოლისებური რელიეფური ჩანართის არსებობაც; რაც, ზოგადად კალსიცისტური შემკულობისათვის ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო ატრიბუტს წარმოადგენს. თუმცა არსებითია ისიც, რომ მსგავსი შემკულობა ამ ნაგებობის პირველი სართულის ყველა ფანჯარაზე როდია შემორჩენილი. მეორე სართულის დანაწევრება, პრაქტიკულად, იმეორებს პირველისას, თუმცა შუაში აქ ჩნდება კარის ღიობი და მის წინ მცირე ზომის აივანი. პირველი სართულის ეზოში შესასვლელის თავზე კი, ასევე ფანჯარაა. ამ სართულზე ფანჯრების გარემოჩარჩოების მხატვრული ინტერპრეტირება განსხვავებულია პირველი სართულის ფანჯრებისაგან. მათ აქ მკაფიოდ გამოხატული ნახევარწრიული ზედა დაბოლოება აქვთ, ამასთან, თითოეული მათგანის თავზე სწორხაზოვანი სანდრიკის ტიპის დეტალი იკვეთება. მისკენ ქვევით ჩამომავალი ვიწრო სვეტები კი ერთიან მართკუთხა მოჩარჩოებას ქმნის, რომელშიც თითოეული სარკმელია განთავსებული. მართკუთხა ჩაზნექილი ფორმები ამკობს ნაგებობის პარაპეტის არეს და რაც მთავარია, ისევ და ისევ კალსიცისტური მანერის ყაიდაზე ნაგებობის ფასადის მთელი ზედაპირი მართკუთხა ჩანაჭდევებითაა დანაწევრებული. სრულიად სადაა შენობის მარჯვენა გვერდითა ფასადი, მასზე კედლის დეკორატიული შემკულობა და ნ. ბარათაშვილის ლექსის ციტატაა დატანილი, ასევე კედლის დეკორის სახით. მარცხენა გვერდითა ფასადი ორივე სართულის დონეზე ფანჯრებითაა დანაწევრებული, თუმცა ნიშანდობლივია, რომ პირველი სართულის დონისაგან განსხვავებით მეორე სართულზე ნალესობის ფენა არ არის და ამის გამო, ძირითადი მხატვრულ-გამომსახველობითი ელემენტის დატვირთვა აგურის წყობის ნაირგვარობაზე მოდის. ფანჯრების დიდ ნაწილს აქაც ზედა მხარეს ნახევარწრიული მოხაზულობის ფორმა აქვს და ეს ვერტიკალურად განთავსებული აგურების წყობის ხარჯზე მიიღწევა. უკანა ფასადის მხარეს შენობა უკვე ერთსართულიანია და მხოლოდ სარდაფის დონის სართული იკვეთება კიდევ. ის ამ მხარეს სრულიად უსახურია. უმეტყველო ნაცრისფერი ნალესობით დაფარული ზედაპირი, რამდენიმე ფანჯრის ჭრილი და მცირე ზომის კვადრატული კუთხის მინაშენი. ერთიანობაში უკანა ფასადს გვიანდელი სახეცვლის კვალი ძალიან ძლიერად ეტყობა. სახლს ღრმა სარდაფები აქვს. ამ სარდაფებში ჩასასვლელი ცენტრალური ფასადის მხრიდან იხსნება, ვიწრო კიბით. შიდა ეზოს სივრცე ორნაწილიანია. ეს ორი მონაკვეთი ურთიერთს თაღისებური გასასვლელით უკავშირდება. აქ მრავლადაა ხის აივნებისა და კიბეების რიგი. ასევე მრავლადაა გვიანდელი გადაკეთებებიც. თუმცა მეორე სართულზე შემორჩენილია წრიული ფორმის ხის სვეტები, ასევე წრიული კაპიტელებით და ხის კიბე, რომელიც ზედა სართულის აივანზე ადის. შიდა თაღისებური გასასვლელით ეზოს უკანა სივრცეში გადასვლის შემდეგ, ეზოს მეორე ნაწილი იხსნება. აქ აუთენტურობის ხარისხი ბევრად მეტია. ხის შემინული შუშაბანდებისა და ღია აივნების რიტმი ერთიან გარემოს ქმნის. მნიშვნელოვანი დეტალია ამ ფენაში არსებული ნახევრად შიდა, ნახევრად გარე ხის კიბე, რომელიც ეზოდან შედის პირველი სართულის დონეზე და ზევით მიემართება. მეორე სართულის შუშაბანდებზე კედლის არეში ჩაყოლებული წრიული ხის სვეტები, მათი კაპიტელები და კარნიზის არშია - შემორჩენილია და მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა ამ ეზოსთან მიმართებაში გადამწყვეტი დატვირთვა საერთო შიდა სივრცულ-გეგმარებით მახასიათებლებს, მინა-ხის კონსტრუქციების ესთეტიკას, ზედაპირების დანაწევრებულობის რიტმსა და ხასიათს და ზოგად მახტვრულ განწყობას მეტად აქვს, ვიდრე რაიმე კონკრეტულ ცალკეულ დეტალს, რაც ნაგებობის მნიშვნელობას ერთიორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4324
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გორგასალი ვახტანგის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81545506
Y: 41.68828985