ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3899
ObjectID: 3899
ID: 3899
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საშუალო ზომის შენობა მთავარი, მარტივად გაფორმებული ფასადით ქუჩის მხარეს გადის. სახლი აგურითაა ნაგები და შელესილია. კედლის არე აგურისფრადაა შეღებილი, ხოლო დეკორატიული ელემენტები თეთრად. ნალესობა ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია და ჩანს აგურის წყობა. სახლს აქვს სარდაფი, სადაც მოხვედრა ეზოში მოწყობილი ჩასასვლელითაა შესაძლებელი. ქუჩაზე გამავალი ფასადის ორივე სართული სწორკუთხა ფანჯრების რიგით ნაწევრდება. მეორე სართულის ფანჯრები საპირეებითაა შემოწერილი და ზედა კუთხეებში კრონშტაინებითაა აღნიშნული. პირველი სართულის ფართო საპირეები აქცენტირებულია მსხვილი საჭექი ქვის იმიტაციებით. გარდა ამისა საპირეებზე დატანილია ხაოიანი ზედაპირის მქონე სწორკუთხედები. ფასადის ცენტრი მარჯვნივაა “გადაწეული”. შენობის ვერტიკალური ღერძი აღნიშნულია რკალური ფრონტონითა და ლითონის აივნით მეორე სართულზე და სადარბაზოში შესასვლელი კარით პირველ სართულზე. ფასადი შვერილი კარნიზითა და შემაღლებული პარაპეტით სრულდება. პარაპეტზე განივი სწორკუთხედებია დატანილი. სადარბაზოში შესასვლელი კარი ხისაა და გაფორმებულია ლითონის ცხაურებით. სადარბაზოში ჩასმულია ხის კიბე რიკულებიანი მოაჯირით. სადარბაზო მაღალი შემინული ერდოთი ნათდება. სადარბაზოდან არის შესაძლებელი ეზოში მოხვედრა. მცირე ზომის ეზო ყოველმხრივ შენობებითაა გარშემორტყმული. გარდა აღნიშნული სახლისა ეზოს ფარგლავს შენობა, რომელიც მთავარი ფასადით ნაკეშიძეების ქუჩაზე გადის. თავდაპირველად ეზო ღია აივნებით იხსნებოდა სივრცეში ამჟამად მხოლოდ მცირე მონაკვეთია დარჩენილი. აივნების ნაწილი შუშაბანდაა ქცეული, ნაწილი კი ამოშენებულია. ეზოში ორი ლითონის კიბეა მოთავსებული, მათგან ერთი ხვეულია. შენობას განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა იგი გარკვეულ როლს არსულებს ვერცხლის ქუჩის ფონურ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4337
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის ქ./38
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80390215
Y: 41.69493123