{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3897?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3897?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3897?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3897",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3897,
    "ID" : 3897,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "შენობა სამსართულიანია, თუმცა, ეს სრულად მხოლოდ, შიდა ეზოს მხრიდან ჩანს. გვერდითი მხრიდან ის ორსართულიანია და სარდაფის დონის მესამე სართული იკვეთება. ცენტრალური ფასადის მხრიდან კი ნაგებობა მხოლოდ ორსართულიანია, თუმცა, ამ მხარეს სახურავის მცირე დანაშენი აქვს შუა არეზე, რაც მცირე, თუმცა, ფუნქციურად გამოსადეგი ფართის არსებობაზე მიუთითებს. ქუჩის სივიწროვის გამო, შენობის პირველი სართული ცენტრალური ფასადის მხრიდან ბევრად, უფრო ღრმადაა განთავსებული, ვიდრე მეორე სართული, რომელიც შესაბამისად, გადმოკიდებული აივნის სახეს იძენს. ეს არის პროფილირებული, მრგვალრიკულებიანი მოაჯირის მქონე, ასევე წრიული ფორმის სვეტებით დანაწევრებული ხის აივანი, რომელიც ნაგებობას მთელ სიგრძეზე მიუყვება და მარცხენა კუთხეში ხის, ზიგზაგისებური კიბით ბოლოვდება. პირველ სართულს მართკუთხა ფანჯრების რიგი ანაწევრებს, მათ თავზე განთავსებული სწორხაზოვანი სანდრიკები კი, კონტრასტს ქმნის მეორე სართულის ღიობების ნახევარწრიულ მოჩარჩოებასთან. გარედან მიდგმული კიბის მარშის უკან, პირველ სართულზეც, განთავსებულია შესასვლელი, მცირე ზომის, ვიწრო კარი. ზედა დანაშენი სტილისტური თვალსაზრისით, აივნის მსგავსია, თუმცა, ის შემინული შუშაბანდია. შენობის ეს ნაწილი ნალესობითაა დაფარული და შეღებილია. მარცხენა, გვერდითი ფასადი, რომელიც ბევრად სადა და ვიწროა, ვიზუალურად, ორადაა გაყოფილი შუაზე; მარჯვენა მხარე წინა ფასადის გაგრძელებაა, მარცხენა კი ნალესობისა და საღებავის ფენის გარეშეა, აგურის ფაქტურას ააშკარავებს და ამ მასალისთვის დამახასიათებელი სპეციფიკაც შემოაქვს. ეს ნაწილი ორივე სართულზე ორ-ორი ფანჯრით იყოფა. აღნიშნული, გვერდითი არე კუთხისმიერ მონაკვეთში გადადის, რომელიც წაკვეთილი ფორმისაა და მთლიანობაში, წახნაგოვან მოხაზულობას ქმნის. მსგავსი ფორმა, გარდა იმისა, რომ ქუჩის კონტურს მიუყვება და იმეორებს, ასევე, საკუთრივ ნაგებობისთვის მხატვრული დატვირთვის მქონეცაა. ამასთან, არქიტექტურულადაც საკმაოდ, რთული ნაწილია, რადგან სწორედ ამ მონაკვეთიდან არის ორი ჩასასვლელი სარდაფის დონის ნაწილში. ამ მხარეს კვლავ, ჩნდება გადმოკიდებული აივნის თემა, თუმცა ამჯერად, მას მხოლოდ, ფრაგმენტული ხასიათი აქვს და შენობის წახნაგოვანი ნაწილით იფარგლება. აქვეა მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეც. შენობის უკანა ფასადი ორსართულიანია და სისადავე გამოარჩევს, რაც ნაწილობრივ, ქუჩის განსაკუთრებული სივიწროვითაც არის განპირობებული. არსებულ ღიობთაგან რამდენიმე ამოშენებულია. მცირე ზომის აივნის თემა ფიგურირებს ნაგებობის მარჯვენა ფასადის მხრიდანაც, რომელიც ეზოს მხარეა. აქ ნაგებობა სრულად სამსართულიანია და კედლის მასივი არაერთგვაროვანი სისწორით ხასიათდება, ანუ მისი კონტური ზიგზაგისებურია და დატეხილი მონახაზი გამოარჩევს. ნაგებობა სრულადაა რეაბილიტირებული აბანოთუბნის აღდგენითი სამუშაოების დროს და ეს ის შემთხვევაა, როცა შენობის დიდი ნაწილი მთლიანადაა განახლებული, ძველის მიხედვით.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3662",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბანოს შეს./13",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810473799999997,
    "Y" : 41.687309040000002
  }
}