CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3895
ObjectID: 3895
ID: 3895
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ცენტრალური ფასადით ამაღლების ქუჩისკენ, ხოლო ტორეცითა და გახსნილი ეზოთი მუსხელიშვილის ქუჩის მხარეს. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით.
შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმის, ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, რუსტირებული პილასტრებით, ლითონის ჩუურთმებიანი აივნებით და დაგვირგვინებულია ყრუ, დეკორირებული პარაპეტით. შენობის პირველი სართული დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით არის მოპირკეთებული. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის პროფილირებული კარნიზები ჰორელიეფური კრონშტეინებით, კარნიზის იონიკები, სანდრიკები სამკუთხა და ნახევარწრიული პროფილირებული ფრონტონებით, ღიობების ასევე პროფილირებული საპირეები და ხვეული დეკორი, დეკორატიული საჭექი ქვები, ტონდოები, ლომების ფორელიეფური გამოსახულებები, მასკარონი, ნაძერწი ჩანართები მცენარეული ორნამენტით და სხვა.
აღსანიშნავია სადარბაზოს ხის კარი, ლითონის ინიციალებიანი და ჩუქურთმიანი ცხაურებით და მაღალმხატვრულად დამუშავებული ხის დეტალებით. ასევე ლითონის სვეტებზე მდგარი აჟურული, ინიციალებითა და ჭედური ელემენტებით შემკული თაღოვანი წინფრა (მარკიზი).
შენობის სადარბაზო გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს მარმარილოს კიბე, ლითონის ჩუქურთმიანი მოაჯირი და იატაკის დეკორი პოლიქრომიული, ყვავილის გამოსახულებიანი ფილებით. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია.
საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით და ღია აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. საინტერესოა აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირების ჭვირული დეკორი, ხის სვეტები და ასევე ჭვირული სვეტების თავსართები. ეზოში გვხვდება სხვადასხვა სართულზე ასასვლელი ხის კიბეები. სახლს აქვს რამოდენიმე მცირე ზომის მიშენება, ძირითადად პირველი სართულის დონეზე, რომლებიც წარმოადგენს საცხოვრებელ ფართებში შესასვლელებს ან სველ წერტილებს. ასევე არის ქართული აგურით ნაშენი ადრეული, მოზრდილი ორსართულიანი ფლიგელი, რომელიც გამოირჩევა ჭვირული ხის ელემენტებით. ეზო შემოზღუდულია აგურით ნაშენი შელესილი გალავნით და მასში მოხვედრა შესაძლებელია ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. იგი დაფარულია ასფალტის საფარით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3755
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მუსხელიშვილი როსტომის ქ./2.ამაღლების ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79395249
Y: 41.68965195