CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3894
ObjectID: 3894
ID: 3894
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აგურით ნაშენი შენობა მასიური კორპუსით დიუმას ქუჩისა და ჩიხის კუთხეში მდებარეობს. ჩიხის მხარეს შენობა რამდენიმე წახნაგს მოიცავს. ყველაზე გრძელი ფასადით შენობა ქუჩისა და შესახვევის შეერთების ადგილას გადის. შენობა შელესილია. შესაძლებელია იგი თავდაპირველად შეულესავი ყოფილიყო. მთავარი ფასადით შენობა დიუმას ქუჩისკენ არის მიმართული. ფასადს მთელ გაყოლებაზე გასდევს ხშულთაღოვანი ფართო ხის აივანი, რომელიც დომინირებს მთელს ფასადზე. შენობის მთელი შემოქმედებითი შესაძლებლობები თავმოყრილია აივანში და მის თავზე მოწყობილ ფრონტონიან მეზონინში. პირველი სართული კი მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ მორთულობას. აივნის თაღები დატალღული მოხაზულობისაა, რომელთაც დაკბილული ზედაპირი აქვთ. (ამჟამად აივანი შემინულია). მზიდი სვეტები მრგვალია. მოაჯირი გაკეთებულია ძელაკებისაგან, რომლებიც ობობას ქსელის მაგვარ ნახატს ქმნის. მეზონი სამმალიანია ძელაკებიანი მოაჯირით. მეზონინი ორქანობა სახურავითაა გადახურული. განსაკუთრებული ოსტატობითაა შესრულებული მეზონინის ჭვირული “ფარდები”. შენობის დანარჩენი ნაწილი სამკაულის გარეშეა წარმოდგენილი. ყველაზე გრძელი ფასადის ნაწილები განსხვავებული სიმაღლისაა. მარჯვენა მონაკვეთი უფრო მაღალია, რადგან ამ ნაწილში სახლს სხვენი აქვს. მარცხენა მონაკვეთში მეორე სართულზე მოწყობილია აივანი, რომელიც შენობის გაბარიტებშია მოქცეული. რაც შეეხება ვიწრო წახნაგს, რომელიც ჩიხის მხარეს გადის ძალიან მარტივადაა გადაწყვეტილი. მას მხოლოდ ფანჯრის ღიობები ანაწევრებს. დიუმას ქ. #8 შენობა ერთ-ერთი გამორჩეული სახლია კალაში თავის მხატვრული-არქიტექტურული ღირებულებით
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4268
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დიუმას ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80295188
Y: 41.69364223