{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3892?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3892?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3892?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3892",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3892,
    "ID" : 3892,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "იეთიმ გურჯის # 3 ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა მიმდებარე განაშენიანებაში. ორსართულიანი სახლი სარდაფით აგურითაა ნაგები. ქუჩისკენ მიმართული ვიწრო ფასადი შეულესავია. სახლს აქვს მცირე ზომის ეზო, რომელსაც სამი მხრივ შემოწერს შენობა. ეზო ქუჩისგან აგურის ზღუდითაა გამიჯნული. ქუჩის მიმართ ეზოს ფასადი გახსნილია. ქუჩისკენ მიმართული ფასადის მთავარ სამკაულს ხის დაკიდული აივანი წარმოადგენს დახვეწილი გაფორმებითა  და პროპორციებით. აივანი სამმალიანია. მაღალი მზიდი სვეტები მრგვალია კაპიტელებით. განსაკუთრებული ოსტატობით არის შესრულებული აივნის ჭვირული “ფარდები”. მოხარატებული დეტალები გაუყვება აივნის ძირს და არქიტრავს. აღსანიშნავია, რომ აივნის მოაჯირი ლითონისაა, რაც შეიძლება გვიანდელი იყოს, მიუხედავად ამისა ლითონის მხატვრული დეტალები კარგად ერგება აივნის მხატვრულ გადაწყვეტას. ფასადის დანარჩენი არე სადადაა გადაწყვეტილი. კედელს ვერტიკალურად ანაწევრებს პილასტრისმაგვარი შვერილები. მარჯვენა მონაკვეთში მოთავსებულია შენობაში შესასვლელი კარი. მეორე სართულზე ფასადის მარჯვენა მონაკვეთი შელესილია და ფანჯარაა ჩასმული. ამ ნაწილში თავდაპირველად მოთავსებული იყო ღია აივანი, რომელიც ეზოში გამავალი ფასადის გაგრძელებას წარმოადგენდა. ამაზე მიუთითებს შელესილობის ზედა ნაწილში შერჩენილი მოხარატებული ხის დეტალები. შენობა კიდევ ერთი აივნით გადის ქუჩის მხარეს. ზღუდის თავზე მოწყობილია ხის აივანი, რომელიც მეზობელ სახლს ებჯინება. ამჟამად აივნის კედლები შეფიცრულია. შენობის ეზო თავდაპირველად ეფექტურად იყო გადაწყვეტილი განსხვავებული აივნებითა და სართულების დამაკავშირებელი კიბეებით. ამჟამად შენობის ძირითადი მკლავი რომელიც დიაგონალურად კვეთს ეზოს მთლიანად შუშაბანდაა გადაკეთებული. მოგვიანებით არის შეცვლილი ხის კიბეებიც.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4424",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "იეთიმ გურჯის ქ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.805336480000001,
    "Y" : 41.69502207
  }
}