{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3886?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3886?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3886?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3886",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3886,
    "ID" : 3886,
    "Name" : "შერეული ფუნქციის შენობა",
    "FullName" : "შერეული ფუნქციის შენობა",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი სახლი ნახევარსარდაფით ე. წ. ქართული აგურით არის ნაგები და მთავარი ფასადით ქუჩის მხარეს არის მიმართული. ფასადი შელესილია და მორუხო-მოცისფრო ფერადაა შეღებილი. ფასადის მწირ დეკორს ტრადიციული არქიტექტურული ელემენტები ქმნის. I სართულის საპირეშემოვლებულ და II სართულის მშვილდა თაღებით დასრულებულ ფანჯრის ღიობებს ზედა ნაწილებში საჭექი ქვების იმიტაციები ემატება. ფანჯრების ქუსლების დონეზე ნალესობაში გამოყვანილი პროფილირებული სარტყლები გადის, რომლებიც უწყვეტად გაუყვებიან კედელს. II სართულის მონაკვეთში ფასადის კიდეებსა და ცენტრალურ მონაკვეთში ლითონის აჟურული აივნებია გადმოკიდებული. შენობა მარტივი მართკუთხედებით აღნიშნული პარაპეტით სრულდება, რომელიც შუაწელზე ფრონტონით გვირგვინდება. პარაპეტის ქვეშ  კბილანებით შემკული კარნიზია მოთავსებული. კბილენები ცენტრალურ ნაწილში გამსხვილებულია. ამდენად, შენობის ცენტრის აქცენტირება შუა აივნის, კარნიზის მსხვილი კბილანებისა და სამკუთხა ფრონტონის მეშვეობით ხდება. ფასადის მარცხენა კიდეში ხის სადარბაზო კარია მოთავსებული. კარი დეკორატიულად გაფორმებულია, თუმცა მისი ცხაურების შემამკობელი აჟური ამჟამად დაკარგულია. კარის თავზე თაღოვანი ფანჯარაა გაჭრილი. ფასადის ეს მონაკვეთი (მარცხენა კუთხე), მორღვეული იყო და მოგვიანებით ბლოკითა და ახალი აგურით ამოუშენებიათ, თუმცა კედლის აღდგენილი მონაკვეთი თავდაპირველ სახეს იმეორებს. კედელი შეულესავია და მასზე გარკვევით იკითხება რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელიც ე. წ. ქართული და რუსული აგურითა და ბლოკითაა განხორციელებული. სახლის ეს მონაკვეთი ძალიან დაზიანებულია, კედლის ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია, ნაწილზე კი გამჭოლი ბზარები აღინიშნება. შენობაში მოხვედრა მხოლოდ სადარბაზო კარიდანაა შესაძლებელი. სადარბაზოს მარცხენა მონაკვეთში ლითონის აჟურული მოაჯირით შემკული კიბის უჯრედია მოთავსებული, ხოლო მარცხენა მონაკვეთი შიდა ეზოსკენ მიემართება. ეზოში შესვლამდე კიდევ ერთი ხის კარი უნდა გავიაროთ, რომელიც ეზოსა და სადარბაზოს ერთმანეთისგან მიჯნავს. მცირე ზომის შიდა ეზო ოთხი მხრივ შენობით ისაზღვრება. ამ მხრიდან სახლი ძირითადი მონაკვეთით სამსართულიანია, ხოლო  ერთი მონაკვეთით, რომლისკენაც ხის გარედან მიდგმილი კიბე მიემართება ორსართულიანი მეორე სართულის თავზე ხის მოაჯირით მოსაზღვრული ბანია მოწყობილი. იქ მოხვედრა სახლის მარცხენა მონაკვეთის მესამე სართულის აივნიდან არის შესაძლებელი. ეზოს მხრიდან სახლის I სართული ძირითადად მცირე ზომის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ოთახებს უკავია. მეორე და მესამე სართული თავდაპირველად ღია აივნებით იხსნებოდა ეზოს სივრცეში, ამჟამად მათი უმეტესი ნაწილი შემინულია. აივნის შემორჩენილი მონაკვეთზე დაყრდნობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეზოს მხარეს მიმართული ფასადების სახე, რომელიც ასე გამოიყურებოდა: კაპიტელებით დასრულებული წახნაგოვანი სვეტები ყრუდ შეფიცრულ მოაჯირებს დამოუკიდებელ მონაკვეთებად ანაწევრებდა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4573",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოტე აფხაზის  ქ./33",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "CurrentFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806355969999998,
    "Y" : 41.691877480000002
  }
}