CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3882
ObjectID: 3882
ID: 3882
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი #12 ორსართულიან შენობას წარმოადგენს, რომელიც მთავარი ფასადით კოტე აფხაზის ქუჩაზე გადის, ხოლო ეზოთი ცინცაძის ქუჩისკენ არის მიმართული. სახლის საფასადე სიბრტყე შელესილია და ქვიშისფრად არის დაფერილი. სართულებს ერთმანეთისგან თეთრად შეღებილი პროფილირებული სარტყელი ჰყოფს. შენობის პირველი სართულის არე რამდენიმე ვიწრო და არათანაბარი ღიობით ნაწევრება (სამივე ღიობი შენობაში განთავსებული სავაჭრო ობიექტების კარს წარმოადგენს). მეორე სართულის მონაკვეთი შემდეგ სახეს ატარებს: თითო ცრუ ფანჯრით დანაწევრებული ფასადის კიდეები სამკუთხა ფრონტონებით არის დასრულებული. ფრონტონის ძირები არქიტექტურული ელემენტებით არის აღნიშნული. ცენტრალური არე მწვანედ დაფერილ ხის შემინულ აივანს უკავია, რომელიც შენობის პერიმეტრშია ჩადგმული. აივნის მოაჯირი ხის გადაჯვარედინებული ძელაკებისგან შედგენილი ორნამენტით იმკობა. სახლის უკანა მხარეს, სადაც შენობის ეზოა განთავსებული, ვხვდებით როგორც ოქრომჭედელბის გასასვლელიდან, ასევე ცინცაძის ქუჩიდან. სახლი ვიწრო და მოკლე ეზო-ჰოლს სამი მხრიდან შემოწერს. პარალელური მკლავების ფასადები, რომელიც ცინცაძის ქუჩისკენ არის მიმართული სამსართულიანია. ფასადები შელესილია და ნაცრისფრად არის დაფერილი. ნალესობის დიდი ნაწილი აყრილია და მის ქვეშ ე. წ. რუსული აგურის წყობა მოსჩანს. რამდენიმე სარკმლის ღიობით დანაწევრებულ სართულებს ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყლები ჰყოფს. შენობის მარჯვენა მკლავის ის კედელი, რომელიც ოქრომჭედლების გასასდვლელში გადის არქიტექტურული ელემენტებით, კერძოდ კი მძლავრი პილასტრებითა და კედლის დონიდან ჩაწეული მარტივი მართკუთხედებით არის დატვირთული. პილასტრების ტანზე მოდერნული ელემენტები_ სხივურად ჩამოშვებული სამ-სამი ზოლია გამოსახული. საერთო ჯამში შენობის ფასადები განსაკუთრებული მხატვრული გაფორმებით არ გამოირჩევა. სახლის ეზოში ლითონის ალაყაფის კარიდან ვხვდებით. კარის ქვედა ნაწილი ყრუა, ლითონის ვარდულებით შემკული, ზედა ნაწილი კი აჟურულია. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადები უწინ ღია აივნებით იხსნებოდა. მოხარატებული მოაჯირები აქა-იქ ეხლაც მოსჩანს. ამჟამად ფასადები შემდეგ სახეს ატარებს: მარცხენა მკლავის პირველი სართული ამოშენებული და შელესილია, ორივე მკლავის დიდი ნაწილი კი შემინულია. ღია აივანი მხოლოდ მცირე მონაკვეთშია შემორჩენილი. მესამე სართულის მონაკვეთში ხის ღია ხიდია გადებული, რომლის მეშვეობითაც სახლის პარალელური მკლავები ერთმანეთს უკავშირდება. ხიდისკენ პირველი სართულიდან ხის რამდენიმემარშიანი კიბე მიემართება. კიბე ასევე სახლის სხვადასხვა სართულებს აკავშირებს ერთმანეთთან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4568
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტე აფხაზის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80380295
Y: 41.69352489