{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3881?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3881?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3881?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3881",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3881,
    "ID" : 3881,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა სამსართულიანია და აქვს შიდა ეზო, რომელიც თავისი მხატვრულ-სტრუქტურული მახასიათებლებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ნაგებობის მთავარი ფასადი. ამასთან, შენობის გეგმარებას ორი ურთიერთშვეული მონაკვეთის ბმა ქმნის. \nნაგებობის ქვედა არე შემინული შუშაბანდის ხასიათისაა და სადაც ეს პრინციპი არ არის გამოყენებული იქ ფიგურირებს ყრუ კედლები, ზედ ფანჯრის ღიობებით. აღნიშნული მონაკვეთის გადახურვა საფუძველს ქმნის მეორე სართულის აივნისთვის. რომელიც სადა წახნაგოვანი სვეტებით დაყოფილია ცალკეულ არეებად. აღნიშნულ სვეტებზე პირობითადაა მითითებული კაპიტელის ზონა და გამოყენებულია სადა ხის რიკულები მოაჯირებისათვის. რაც შეეხება მესამე სართულს, აქ ნაწილობრივ აივნები, ნაწილობრივ კი შემინული შუშაბანდები ფიგურირებს. ამასთან დანარჩენთან შედარებით ბევრადაა გაზრდილი მხატვრულ-დეკორაციული ელემენტების რაოდენობა. აივნის მოაჯირებს ქმნის ჭვირული ორნამენტით შექმნილი ხის მონაკვეთები, კაპიტელის არის ორივე მხარეს გამოყენებულია ასევე მაქმანისებური მარაოს მსგავსი დეტალები კარნიზს მიუყვება მცირე ზომის კრონშტაინების წყება და მათ შორის ასევე მარტივი მოხაზულობის, თუმცა სტილისტურად ძალზე მორგებული ხასიათის მოტივები. კბილანისებური სარტყელი აბოლოებს აივნის მოაჯირის ქვედა არეს. შემინული შუშაბანდის მონაკვეთის მთავარ მორთულობას კი ხის ჩარჩოების დაყოფა-დანაწევრების პრინციპი ქმნის, რომელიც ხან ნახევარწრიული, თაღისებური და ხანაც მართკუთხაა. \nშენობის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მხატვრულ-ფუნქციურ ელემენტებს განეკუთვნება კიბეები. სახლს აქვს ეზოს მხრიდან ორი კიბე, ერთი კუთხის ზონაში, სადაც სპირალისებური ლითონის კიბეა განთავსებული. ის მეორე და მესამე სართულების დონეზე, ნაგებობაზე, გარედანაა დამონტაჟებული. პირველი სართულის დონეზე კი გარედან აღარ ჩანს, რადგან შენობის შიდა სივრცეში ინაცვლებს. და მეორე კიბე, რომელიც მეორე სართულის დონეზე შედის, შენობის მარცხენა კიდეში, ეზოს ბოლოდან მოემართება და ტეხილი ხაზის მქონეა. ამ კიბეს თავისი გადახურვაც აქვს და ასევე რიკულებით შემკული მოაჯირები. მის ქვევით მცირე სათავსოებია განთავსებული. აივნების რიგს შიდა ეზოში, მარჯვენა კიდეში აქვს ხის ცხაურიანი საფარი-საჩრდილობელი, მთელს სიგრძეზე. შენობის შვერილი ნაწილის მხარე ოთხსართულიანია. აქედან პირველ სართულზე მხოლოდ ცენტრალური შესასვლელი კარია. მის თავზე მეორე და მესამე სართულებზეც თითო-თითო ღიობია განთავსებული, თუმცა მათ წინ აივნები აქვთ. მეოთხე სართული კი სრულადაა შემინული შუაშაბანდით. აღნიშნულ ფასადზე აივნების მხატვრული შემკულობა ზუსტად ისეთივეა როგორც შიდა ეზოს მხრიდან. ეზოდან არსებული შუშაბანდების ყაიდაზეა შემკული ამ მხარეს არსებული შუშაბანდებიც. ეზოს აგურით ნაშენი ღობე შემოსაზღვრავს. ეზო მართკუთხა ფორმისაა და საკმაოდ მცირე სივრცის მქონეა, რაც უმთავრესად კიბეების და მინაშენების გამოა გამოწვეული. \nნაგებობის გვერდითა ფასადი აგურის წყობითაა შექმნილი, მას არა აქვს ნალესობა და ერთიან ყრუ კედელს ქმნის, რომელიც ოთხი სართულის სიმაღლეზე (შენობა ამ მხრიდან ოთხსართულიანია) მხოლოდ ორი სარკმლითაა დანაწევრებული. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3996",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბოტანიკურის ქ./22",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810363420000002,
    "Y" : 41.687690709999998
  }
}