CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3880
ObjectID: 3880
ID: 3880
Name: წმ. ნინოს ეკლესია
FullName: წმ. ნინოს ეკლესია
Description: ეკლესია დგას შიო ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ. აშენებულია 1884 წელს. საბჭოთა პერიოდში 47-ე სკოლის ფიზკულტურის დარბაზად გამოიყენებოდა. 1990-იან წლებში დაზიანებული შენობა ეტაპობრივად აღადგინეს, 1999 წელს მასში აღდგა ღმრთისმსახურება.
ეკლესია აგურით არის ნაგები. გეგმით ის მოკლე სამნავიანი ბაზილიკაა ორ წყვილი მრგვალი სვეტით. ორი ასეთივე სვეტი სამხრეთის ნავს ჰყოფს ეკლესიაზე მიშენებული კარიბჭისა და ეგვტრისაგან. ნავებს თავიდან ბრტყელი კოჭოვანი გადახურვა ჰქონდა. 1999 წელს ისინი კამარებით გადაიხურა. დასავლეთიდან შუა ნავს ეკვრის სამიარუსიანი სამრეკლო. შენობაში გამოყენებულია ადრექრისტიანული და რომანული არქიტექტურიდან ნასესხები ცალკეული ელემენტები. ცოკოლის სართულში მოწყობილია ცალკე სამლოცველო წმ. ნანასა და მირიანის სახელზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5133
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: 9 აპრილის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1884 წ.
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>სამნავიანი ბაზილიკა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>სამნავიანი ბაზილიკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79463176
Y: 41.69510704