CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3878
ObjectID: 3878
ID: 3878
Name: თბილისის საკრებულოს შენობა
FullName: მუნიციპალიტეტი
Description: სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. ეს არის ორი ერთმანეთის მიჯრით მდგომი სამსართულიანი შენობა. პირველი ნაგებობა აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში და მოგვიანებით არის გადაკეთებული. შენობა ფსევდო კლასიცისტური სტილის ფასადებითაა შემკული, მეორე ნაგებობა ახლი რესტავრირებულია და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. პირველი შენობა სამსართულიანია. პირველ სართულზე, მარტივი თარაზული ფორმის სარკმლებია. პირველი სართული ზედა სართულისგან გამიჯნულია თხელი კარნიზით. მეორე სართულზე თარაზული ფორმის სარკმლებია. ღიობების თავსართები აქცენტირებულია მცენარეული ორნამენტით, რომლის თავზეც თარო სანდრიკებია. ნაგებობის მესამე სართული იმეორებს მეორე სართულის სარკმელთა მორთულობას. ორივე სართულზე, სარკმლებს შორის სივრცე შევსებულია კედლის სიბრტყიდან გამოწეული ვერტიკალური სვეტით - მაღალი პილასტრით. პიედესტალი უორნამენტოა. მესამე სართულის სვეტისთავის კაპიტელები კი მორთულია მცენარეული ორნამენტით. ნაგებობა ზევით შეკრულია პროფილირებული ლავგარდანის სისტემით. შენობა დასრულებულია პარაპეტით და გადახურულია თუნუქის საბურავით. პარაპეტის თავზე, ცენტრალურ ნაწილში ოვალური ფრონტოებია. ნაგებობის ფასადი დაფერილია ღია კრემისფრად. II და III სართულის ცენტრალური ფასადის სიბრტყე თარაზულად არის დალიანდაგებული თანაბარი სიმაღლის ზოლებით. პირველ სართულზე, მარცჯვენა კუთხეში, შენობაში შესასვლელი კარია. მეორე შენობა ახლადაა რესტავრირებული, დაფერილია თეთრად არქიტექტურული დეტალები კი ნაცრისფრადაა აქცენტირებული. შენობის პირველ სართულზე მარტივი, თარაზული ფორმის ღიობებია გაჭრილი, II და III სართულზე ერთნაირი გაფორმების მართკუთხა ფორმის სარკმელთა რიგებია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./.თავისუფლების მოედ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: ადმინისტრაციული>>სხვა;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>დეპარტამენტი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80180853
Y: 41.69220389