ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3877
ObjectID: 3877
ID: 3877
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და მიუხედავად მცირე გაბარიტისა უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია. აღსანიშნავია მოზრდილი ხის აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით, სვეტების, ხის კრინშტეინებისა და ლავგარდანის დამუშავებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა პროფილირებული კარნიზები და პილასტრები. სახლის სადარბაზო შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხისავე რიკულებიანი მოაჯირი. შესასვლელი კარი არ არის შენობის თანადროული და არ გააჩნია მხატვრული ღირებულება. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივნებზე მოხვედრა მეორე სართულის დონეზე. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია, განსაკუთრებით პირველი სართულის დონეზე. აივანი გამოირჩევა ხის სვეტების და კაპიტელების დამუშავებით. ეზოს ფასადს აქვს ხის კიბე და ერთი მინაშენი პირველი სართულის დონეზე, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს შესასვლელით. ასევე აქვს ადრეული მიშენება მოზრდილი ფლიგელის სახით ორივე სართულის დონეზე, რომელიც პრაქტიკულად აღარ განირჩევა ძირითადი მოცულობისგან. საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია მუსხელიშვილის ჩიხის მხრიდან ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. შენობის სარდაფი აგურის შეულესავი წყობის კედლებით არის ამოყვანილი, აქვს ბრტყელი გადახურვა და ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,3 მ-ია. მასში ჩასასვლელი არის ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3759
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების ქ./22
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79336916
Y: 41.68953111