CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3875
ObjectID: 3875
ID: 3875
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ნაგებობა სრულად კლდის მასივსაა მორგებული, რომელზეც ის არის განთავსებული და ამის გამო სხვადასხვა ნაწილი ამ შენობისა სხვადასხვა სართულიანია. სრულად მისი სართულების რაოდენობა სამია. შენობის დიდი ნაწილი კლდის ირგვლივ საგანგებოდ ამოყვანილ ბაქანზე დგას. ცენტრალურ კორპუსში გაჭრილი ფართო, განიერი ღიობით, ნაგებობის უკანა მხარეს არსებულ მცირე ზომის ეზოშია შესასვლელი, საიდანაც უკვე მრავალი კიბე მიემართება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სართულისა თუ შესასვლელისაკენ. ეს არის როგორც ქვის, ასევე ძველი ხის სადარბაზოს კიბეები, მორგებული ვიწრო, გვირაბისებურად გადრეკილ სივრცეებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიმართულებით მიმავალი კიბე ასევე თითქმის შენობის მეორე სართულის დონეზე არსებულ მცირე ზომის ეზოში შედის, რომლიდანაც შემდგომ უკვე ცალკე, ყველა მხრიდან შეკრული შიდა ეზოს სივრცე იხსნება. მსგავსი მიკრო სივრცული დეტალი ამ სახლის გეგმარებეში ერთადერთი არ არის. ანალოგიური ხასიათისაა, მარცხენა კიდეში არსებული ასევე მცირე ეზო, რომელიც რეალურად, მეორე სართულის დონეზეა განთავსებული და რომლისკენაც, შენობის ცენტრალურ კორპუსს მიდგმული, მაღალი ვიწრო კიბე მიემართება. საკუთრივ ნაგებობის ცენტრალური ფასადის მარჯვენა ნაწილი სადაა და ყოველგვარი შემკულობის ან დეკორაციული დეტალისაგანაა თავისუფალი. განსაკუთრებული მხატვრულ-დეკორაციული ელემენტებით არც ნაგებობის ფასადის მარცხენა მხარე გამოირჩევა, თუმცა ამ ნაწილს წინ ერთიანი, ხის შემინული შუშაბანდი აქვს მორგებული, რაც მის იერს მნიშვნელოვანწილად გამორჩეულს ხდის. ამ შუშაბანდის ხის მასალის თვალშისაცემი სიძველის მიუხედავად ცალკეული დეტალების გარჩევა მაინც ადვილადაა შესაძლებელი. ცალკეული არეების შესაქმნელად გამოყენებულია წრიული ფორმის ხის სვეტები, სადა წრიული კაპიტელებით. კარნიზის არე შემკულია, ასევე ხის შვერილი მოზრდილი კბილანისებური დეტალებით და ხისსავა ცალკეული მართკუთხა ჩანართებით სართულთშორისი არის გასწვრივ გაყოლებულ ზოლზე. ამ შუშაბანდების ქვევით არსებული სართული სრულად სადაა, მისი კონსტრუქციული დანიშნულებიდან გამომდინარე, თუმცა ორი მცირე ზომის სარკმელი-ღიობი აქაც აღინიშნება. ნაგებობას უხვად აქვს გვიანდელი გადაკეთების კვალი, რაც ხშირ შემთხვევაში მისი ყველაზე ღირებული დეტალების წაშლა-განადგურებასაც იწვევს. უკანა მხრიდან შენობას ზედ სხვადასხვა სართულების დონეზე აქვს მინაშენები, ცალკეული მოსახლის ფართის გაზრდის მიზნით, რაც შენობის უკანა ფასადს სრულიად არაერთგავროვან, დაყოფილ-დანაწევრებულ სახეს სძენს. კიბეების მონაკვეთებში, რომელიც ქუჩიდან მიემართება სახლისკენ მრავლადაა შეტანილი ბეტონის მასალის ფრაგმენტები, ეს უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე უხეში ვიზუალური ჩანართია, რაც მსგავსი ტიპის ნაგებობასთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბააზოვი გერცენის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 0
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81230255
Y: 41.68701369