ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3872
ObjectID: 3872
ID: 3872
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი გეგმაზე რუსული პ-ს ფორმისაა. შენობა ორსართულიანია, გააჩნია სარდაფი, რომლის მცირე ფანჯრები ამოდის მთავარ ფასადზე. ფასადი, რომელიც გამოდის ქუჩის მხარეს დანაწევრებულია სწორკუთხა ფორმის ფანჯრებით. მათი ღიობები გაფორმებულია პროფილირებული მოჩარჩოებით, ხოლო ზემოთ, შუა ნაწილში საჭექი ქვის იმიტაციაა, მცენარეული ორნამენტებით გაფორმებული. მეორე სართულის ფანჯრებს ზემოდან ძლიერ შვერილი თარო თავსართი ასრულებს, რომლებიც მცენარეული ორნამენტით გაფორმებულ კონსოლებზეა შეკიდული. ზოგიერთ თავსართს ემატება ფრონტონის მაგვარი არე. ფასადს კუთხეებში აუყვება პილასტრი. პირველ სართულზე იგი დანაწევრებულია რუსტირების იმიტაციით, ხოლო მეორე სართულზე პილასტრს აუყვება კანელურები. მეორე სართულზე ერთი ორი მცირე, მართკუთხა მოხაზულობის ლითონის აივანია გადმოკიდებული, აჟურული მოაჯირით. ფასადის შუაში სადარბაზოა, რომლის ხის კარი ლითონის ცხაურითაა გაფორმებული. სადარბაზოდან შესაძლებელია გადასვლა შიდა ეზოში და ასევე აქ განთავსებულია ხის, რიკულებიან მოაჯირიანი ორსვლიანი კიბე, რომელსაც მეორე სართულზე ავყავართ. რუსული პ-ს ფორმის ეზო ყველა მხიდან, ორივე სართულზე გახნილია აივნით. თუმცა, ახლა აივნის ნაწილი გადაკეთებული და ამოშენებულია. პირველი სართულის აივნის მოაჯირები მოხარატებულია განმეორებადი ორნამენტებით. განსაკუთრებით საინტერესოა სვეტების ზემოთ შემორჩენილი, მოხარატებული “ფარდა”. მეორე სართულის აივნის მოაჯირები შეფიცრულია. მარჯვენა მხარეს მოწყობილია ხის კიბე, რომელსაც მეორე სართულზე ავყავართ.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3779
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ანტონ კათალიკოსის ქ./34
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80577532
Y: 41.69344879