CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3870
ObjectID: 3870
ID: 3870
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ე. წ. რუსული აგურით არის ნაგები და შეულესავი ფასადით ჩახრუხაძის ქუჩაზე გადის. ფასადის დეკორს არქიტექტურული ელემენტები ქმნის. სართულებს ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყელი გამოყოფს. სართულების დამანაწევრებელ სწორკუთხა სარკმლის ღიობებს ბრტყელი მშვილდა თავსართები ამშვენებს (ისინი შელესილი და თეთრად დაფერილია), რომელთაც მეორე სართულზე ინტერვალით გამოსახული პროფილირებული ჰორიზონტალური თავსართები ემატება. შუაკედლისებზე I სართულის მონაკვეთში რუსტიკით შექმნილი სვეტები, ხოლო II სართულზე გლუვი პილასტრებია გამოსახული. ფასადის ცენტრალურ-ვერტიკალური ღერძი მკვეთრად ხაზგასმულია. I სართულის არე ალაყაფის თაღოვან ღიობს უკავია, მის თავზე ლითონის აჟურული აივნებით ფლანკირებული ფანჯრის დიდი ღიობია მოთავსებული, რომელიც ზედა ნაწილში საჭექი ქვის იმიტაციითაა აღნიშნული, ყოველივე ეს შუაში ღიობით აღნიშნული ფრონტონით სრულდება. ალაყაფის ღიობის მარჯვნივ პლასტიკურად დამუშავებული ხის სადარბაზო კარია მოთავსებული. შიდა ეზოში შესვლამდე ბრტყელგადახურვიან ტალანში ვხვდებით, რომლის კამარაც პილასტრებზე ჩამოყრდნობილ თაღებს უკავია. შიდა ეზო მცრიე ზომისაა და სახლი მას ორი მხრიდან ეკვრის. შენობის ძირითადი მონაკვეთი ღია აივნით იხსნება ეზოს სივრცეში. მოაჯირის ჭვირული ელემენტები მხოლოდ მცირე მონაკვეთზეა შემორჩენილი. აივნისაკენ ფასადის მარჯვენა კიდეში მოთავსებული ხის კიბე მიემართება. სახლის მარცხენა ფრთის ორივე სართული სწორკუთხა ფანჯრის ღიობებით ნაწევრდება. ეზოს დანარჩენი მონაკვეთი ერთსართულიან საცხოვრებელ ნაგებობას უკავია. სახლი #16 მხატვრული თვალსაზრისით ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს, თუმცა ავთენტურობა მხოლოდ მის მთავარ ფასადს აქვს შენარჩუნებული. ეზოს მხარეს მიმართულ ფასადს არქიტექტურულად ღირებული ელემენტები და შესაბამისად მხატვრული ფასეულობაც დაკარგული აქვს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5110
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩახრუხაძის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80607328
Y: 41.69551297