{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3861?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3861?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3861?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3861",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3861,
    "ID" : 3861,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "პ. იაშვილის ქუჩის მიმყოლად განლაგებული მოდერნის სტილის შენობა ასიმეტრიულია. ნაგებობის მარჯვენა კიდეში მოთავსებულია ეზოში შესასვლელი მართკუთხა გვირაბი და სადარბაზო. სადარბაზოს კარის თავზე, ორივე სართულზე რკინის სხვადასხვანაირი ცხაურებით შემკული აივნებია მოთავსებულია, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმე ორნამენტირებულ კონსოლებს ეყრდნობა. შენობის მარცხენა კიდეზე სადარბაზოს კიდევ ერთი ვიწრო და მაღალი პროპორციების მქონე ფრამუგით დაგვირგვინებული კარია მოქცეული. შენობის ცენტრიდან ფასადის ორივე მხარეს არათანაბარი დაშორებით განლაგებული ორსართულიანი, მძლავრ პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი, ხუთწახნაგიანი ერკერებია მოთავსებული. ფასადის ცენტრიდან ასევე არათანაბარი დაშორებით ორივე სართულზე განლაგებულია აივნები, რომლებსაც მოდერნისთვის დამახასიათებელი მცენარეული ორნამენტის სურათის მქონე რკინის ცხაურები საზღვრავს. სამივე სართულის სარკმლები სადა საპირეებით არის შემოსაზღვრული. ფასადს მცენარეული ორნამენტისგან შექმნილი ერთიანი ფრიზი აბოლოებს, რომელსაც იონიკური კარნიზი ერთვის. ფასადის შუა ნაწილს, კარნიზიდან ვერტიკალურად პირველ სართულამდე დაშვებული რელიეფური სიბრტყე ამკობს, რომელიც ხაზებითა და მცენარეული გამოსახულებებით არის გაფორმებული და ქვემოთკენ მომრგვალებულია. ერკერებში გაჭრილი თითქმის წახნაგის სიგანის სარკმლები მცენარეული ორნამენტებით არის გაფორმებული. ერკერების ქვედა კიდეებს მეანდრისებრი დეკორი შემოწერს. სარკმლებს შორის დარჩენილი კედლის სეგმენტები მოდერნის სტილის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიაღთებელი ვერტიკალური ღარებით არის გაფორმებული. სარკმლებს ქვეშ კი რუსტებია მოქცეული. შენობის უკანა მხარეს მოწყობილ ეზოს შუაზე ყოფს მთავარი ნაგებობის პერპენდიკულარულად მდგარი სახლის ნაწილი. ტერასისებური ეზოს ერთი ნაწილისგან გამავალი ფასადი შუშაბანდებით არის წარმოდგენილი, ეზოს მეორე ნაწილისკენ მიმართული ექსტერიერი ხის რიკულებიანი მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებით არის გაფორმებული. ეზოში ერთსართულიანი დამატებითი უსახური ნაგებობა დგას. სარდაფში ჩასასვლელი ეზოს მხრიდან არის მოწყობილი. ეზოში სართულები ერთმანეთს რამდენიმე ბაქნიანი კიბეებით უკავშირდება. აღწერილი მოდერნის სტილის შენობა მიმდებარე განაშენიანებაში მასშტაბით კარგად ეწერება და ის თბილისის ხუროთმოძღვრებისათვის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4780",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "იაშვილი პაოლოს ქ./7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796458569999999,
    "Y" : 41.692576029999998
  }
}