ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3858
ObjectID: 3858
ID: 3858
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: რთული გეგმარების მქონე შენობა სამი მხრიდან საზღვრავს საშუალო ზომის შიდა ეზოს. შენობა მთავარი ფასადით დადიანის ქუჩაზე გადის, ხოლო ვიწრო ფასადით ლესელიძის ჩიხში. შენობაში მოხვედრა ორივე მხრიდან იყო შესაძლებელი, მაგრამ ამჟამად ლესელიძის ჩიხის მხრიდან შესასვლელი ამოქოლილია. შენობა აგურითაა ნაგები და გრძელი ფასადით გადის დადიანის ქუჩაზე. დადიანის ქუჩის ფასადი ორსართულიანია, ნახევარსარდაფით. ეზოს მხარეს კი შენობა სამსართულიანია, სარდაფით. ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ნაგებობის შუაში გაჭრილი ბრტყელგადხურვიანი ტალანის გავლით. შენობაში ოთხი სადარბაზო იყო მოწყობილი - განაპირა ნაწილებში და ტალანის აქეთ-იქით. ამჟამად ერთი სადარბაზო (ეზოში შესასვლელი ტალანის მარცხნივ) გაუქმებულია და იქ “სლოტ კლუბია” განთავსებული. მთავარ, დადიანის ქუჩაზე გამავალ ფასადზე I და II სართულები შელესილია. კედლის არე მომწვანო ფერადაა შეღებილი, ხოლო დეტალები თეთრად. ფასადის შელესილობა უხარისხოა, ალბათ ამ ახალი შელესილობის შედეგია, რომ ფასადს ზოგიერთი დეტალი აკლია და ზოგი დეტალი არასწორადაა შელესილი, მაგ. განაპირა მარცხენა ფანჯრის ტიმპანი აცდენილია წირთხლებს და გვერდითაა გადახრილი. მთავარი ფასადი სიმეტრიულადაა გადაწყვეტილი. ცენტრი აღნიშნულია მცირე რიზალიტით, რომელიც ნახევარწრიული ფრონტონითაა დასრულებული და პილასტრისმაგვარი შვერილებით ფლანკირებული. რიზალიტის აქეთ-იქით ორივე სართულზე სიმეტრიულადა ჩამწკრივებული საპირე შემოვლებული ფანჯრების რიგი. სიმეტრიულადაა მოთავსებული ორი დაკიდული ლითონის აჟურული აივანი, მხატვრულად დამუშავებული კრონშტაინებითა და “ფარდებით”. აღსანიშნავია, რომ აივნების არქიტრავები ხისაა, ხისავე კრონშტაინებით, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ლითონის აივნები შენობის თანადროული არ არის და შედარებით გვიანდელია, მათ ადგილას კი ადრე ხის აივნები იქნებოდა მოთავსებული. ოთხივე სადარბაზოს ორფრთიანი ხის კარი ჰქონდა. ამჟამად სამი კარი ავთენტურია (ზოგიერთზე შეცვლილია მხოლოდ ფრამუგა). ძველი კარები ყავისფრად უხარისხოდ არის შეღებილი. მეოთხე სადარბაზოს კარი (“სლოტ კლუბში” შესასვლელი) ახალია და ძველი კარის ფრამუგის ადგილას ფანჯარაა გაჭრილი. შემორჩენილი სადარბაზოები უბრალოა, სადაც ჩასმულია ხის კიბის უჯრედები. ეზოს მხრიდან შენობა მოუვლელია. ძირითადი შენობის გარდა ეზოში დგას ტრანსფორმატორის ჯიხური და სახელდახელოდ აშენებული სარდაფები. ამ სარდაფების ადგილას ადრე შენობა იდგა, რომელიც აბესაძის ჩიხის N5 შენობას ებჯინებოდა. ეზოს ფასადს თავდაპირველი სახე დიდ წილად დაკარგული აქვს გვიანდელი მინაშენების გამო. შენობის ერთი მკლავი, ეზოს სიღრმეში სულ ახალი აშენებულია. თავდაპირველად ეზოს ფასადი აივნებით იხსნებოდა, რომლებიც ეხლა შუშაბანდებადაა ქცეული. ნაწილობრივაა შერმორჩენილი აივნების მოხარატებული მოაჯირები და კუთხოვანი ხის სვეტები. ეზოს მხარეს შენობა დაფუძნებულია სარდაფებს, რომლებიც ძველი ქართული აგურითაა ამოყვანილი. დადიანის ქუჩაზე გამავალ ნახევარსარდაფებს ამჟამად კომერციული ფუნქცია აქვთ. სარდაფებში აგურის წყობა ყველგან შელესილობითაა დაფარული. შენობა ლესელიძის ჩიხში კოშკისებური მაღალი მკლავით გადის და მარჯვნიდან დადიანის ქ. N6 შენობას ებჯინება. ჩიხზე გამავალი ვიწრო ფასადის ქვედა ნაწილი ძველი ქართული აგურითაა ამოყვანილი, რომელზეც ორი სართული იყო დაშენებული. ამჟამად ზედა სართულები ნაწილობრივ ჩამონგრეულია. პირველი სართულის დონეზე აგურით ამოყვანილი თაღოვანი ღიობია, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ეზოში მოხვედრა. ამჟამად ღიობის შიგნით, დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე ახალი აგურით ამოყვანილი კედელია, რის გამოც ვერ ხერხდება ჩიხის მხრიდან შენობაში მოხვედრა. შენობა რთული გეგმარებით, ორ ქუჩაზე გამავალი სრულიად განსხვავებული ფასადებით, არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა აგებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. შენობის ავტორია არქიტექტორი თეოპემპ პორფიროვი. სახლის მეპატრონე იყო კეკელა ტანდოევა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4123
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული; მე-20 საუკუნის დასაწყისი.
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80223759
Y: 41.69240166