ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3855
ObjectID: 3855
ID: 3855
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია და ორივე ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, ლითონის აჟურული აივნებით და დაგვირგვინებულია ყრუ პარაპეტით. მეორე სართულის სარკმელები შემკულია სამკუთხა და ნახევრადწრიული ფრონტონებით. ფასადი შელესილი და შეღებილია, ცოკოლი გამოყოფილია ნაცრისფერი ფერით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის დეკორატიული საჭექი ქვები, პროფილირებული ფრონტონები, ასევე პროფილირებული კარნიზი ჰორელიეფური კრონშტეინებით და იონიკებით, დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტები და სხვა. აღსანიშნავია სადარბაზოს ხის კარი, ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურებით და ბაროკალური დეკორით, ასევე ლითონის აჟურული წინფრა. შენობის სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი, იატაკის დეკორი რომბისებურად დაგებული ფილებით და მეანდრებიანი არშიით. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. აივნები გამოირჩევა ხის მოაჯირებისა და სვეტების თავსართების ჭვირული დეკორით, ასევე კაპიტელების დამუშავებით. აივნები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. სახლის ნაწილზე არის დაშენება, ხის აივნით. შიდა ეზოს ფასადზე აღსანიშნავი ელემენტია ხის ხვეული კიბე, ჭვირული დეკორით შემკული ხისავე მოაჯირით, რომელიც ადის შენობის სამივე სართულზე. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია იაშვილის ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის მეშვეობით. ეზო დაფარულია ბეტონის საფარით. სახლის სარდაფი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია, როგორც ეზოს მხრიდან არსებული საცხოვრებელი ფართებიდან, ასევე იაშვილისა და ასათიანის ქუჩების მხრიდან მოწყობილი კომერციული ფართებიდან, შენობის კედლებში ჩაჭრილი კარებისა და ჩასასვლელების მეშვეობით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3825
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./25.ასათიანი ლადოს ქ./37
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79704837
Y: 41.68965257