{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3854?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3854?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3854?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3854",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3854,
    "ID" : 3854,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისის, 1901 წლის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ცენტრალური ფასადით ამაღლების ქუჩისკენ, ხოლო ტორეცითა და გახსნილი ეზოთი მუსხელიშვილის ქუჩის მხარეს. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით.\nშენობის ფასადები ატარებს რენესანსის, ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით არის გადაწყვეტილი. შენობის პირველი სართული დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით არის მოპირკეთებული, მეორე სართული კი დეკორატიული ლესვითა და კენჭებით შესრულებული განაპირა რუსტებითა და პილასტრებით. ფასადზე გამოდის ერთი მოზრდილი ლითონის აივანი, აჟურული მოაჯირით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის პროფილირებული კარნიზები, სანდრიკები ჰორელიეფური კრონშტეინებითა და ნახევარწრიული პროფილირებული როკაილით გაფორმებული ფრონტონებით, ღიობების პროფილირებული საპირეები და არქივოლტები, სადარბაზოს კარის ორთავ მხარეს განთავსებული კანელურებიანი პილასტრები კორინთული კაპიტელებით და სხვა.\nაღსანიშნავია სადარბაზოს ხის კარი, ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურებით და მაღალმხატვრულად დამუშავებული ხის დეტალებით. \nშენობის სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის მოაჯირი. მისი ინტერიერი შელესილი და შეღებილია. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივნებზე მოხვედრა მეორე სართულის დონეზე. \nსაცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით და ღია აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ამოშენებულია.  საინტერესოა აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირების სადა დეკორი და ხის სვეტების დამუშავება. სახლს აქვს ერთი ადრეული მიშენება, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს ქვის ასასვლელი კიბით და ღია აივნით. ეზო შემოზღუდულია აგურით ნაშენი შელესილი გალავნით და მასში მოხვედრა შესაძლებელია ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. იგი დაფარულია ასფალტის საფარით. სახლის ნახევარსარდაფები საცხოვრებელ ფართებად არის გამოყენებული.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3757",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მუსხელიშვილი როსტომის ქ./1.ამაღლების ქ./20",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1901",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.793556680000002,
    "Y" : 41.689608929999999
  }
}