{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3850?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3850?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3850?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3850",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3850,
    "ID" : 3850,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მოზრდილი ზომის მიწის ნაკვეთს, რომელზეც სახლი #1 დგას, მარცხნიდან აბესაძის ქუჩა, მარჯვნიდან კოტე აფხაზის I ჩიხი, ხოლო წინიდან კოტე აფხაზის ქუჩა შემოფარგლავს. შესაბამისად, შენობაც ფასადებით სამივე მათგანისკენაა მიმართული. სახლი ე. წ. ქართული აგურითაა ნაგები, ფასადები შელესილია. პირველი სართულის ჰორიზონტალურად დაღარული ნალესობა თეთრადაა დაფერილი, ხოლო მეორე სართულის კედელი გლუვადაა დატოვებული და ყვითლადაა შეფერილი. შენობის მწირი დეკორატიული გაფორმება, რომელიც სამივე ფასადზე უცვლელად ნარჩუნდება მეორე სართულზეა თავმოყრილი. კედლების უწყვეტად დამანაწევრებელ სწორკუთხა ფანჯრების ღიობებს ოთხი მხრივ პროფილირებული ჩარჩოები შემოუყვება. შუაკედლისებს დორიული პილასტრები ამკობს. ფასადი პროფილირებული, პილასტრებით აღნიშნული კარნიზითა და ერთმანეთის თავზე აღმართული ორი პარაპეტით სრულდება. ქვედა პარაპეტს მხოლოდ პილასტრები ამკობს, ხოლო ზედას მორთულობას ვიწრო მარტივი მართკუთხედები ემატება. სახლის I სართული მთლიანად სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს უკავია. მათი ვიტრინები და აბრების დასაკიდი ლითონის კონსტრუქციები (ეს უკანასკნელი სართულშუა სარტყელზეა მოთავსებული) საშინლად ამახინჯებს შენობის მხატვრულ სახეს. სახლის ეზო აბესაძის ქუჩიდანაა მოწყობილი. ფართო ეზოში ლითონის ჭიშკრიდან შევდივართ, რომელიც ე. წ. ქართული აგურით ამოყვანილ ზღუდეშია ჩადგმული. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადიც ორსართულიანია. პირველი სართული გადაკეთებულია, ძველი შუშაბანდი (ან შესაძლოა ღია აივანი) მოგვიანებით თეთრი აგურით ამოყვანილი კედლებით შეუცვლიათ, ხოლო რაც შეეხება მეორე სართულს, მან უცვლელი სახით მოაღწია და რიკულებიანი მოაჯირით დამშვენებული ხის აივნით იხსნება. რიკულებითვეა შემკული მისკენ მიმავალი ხის კიბე. კიბის მარშებს შორის მცირე ზომის აივანია მოწყობილი. აივნის კაპიტელებით დამშვენებული მრგვალი სვეტები და მოაჯირი არქიტექტურულად ღირებულ ელემენტებს წარმოადგენს. სადარბაზო შესასვლელები სახლს სამივე ფასადზე ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით, მხოლოდ აბესაძის მხარეს მდებარე ფუნქციონირებს. სადარბაზოში მოთავსებული ლითონის მოაჯირიანი ბეტონის კიბე გვიანდელია. # 1 სახლი თავისი სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურით  არსებით როლს ასრულებს აბესაძის და ლესელიძის (კ.აფხაზის) ქუჩებისა და ლესელიძის(კ.აფხაზის) I ჩიხის გადაკვეთის მხატვრულად ერთიანი სურათის შექმნაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3693",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბესაძე გიას ქ./1.კოტე აფხაზის  ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802945899999997,
    "Y" : 41.692925320000001
  }
}