ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3847
ObjectID: 3847
ID: 3847
Name: სასტუმრო "ვილა მთიები"
FullName: სასტუმრო "ვილა მთიები"
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევისა და ჩახრუხაძის ქუჩის გადაკვეთაზე მოზრდილ ტერიტორიას იკავებს. გრძელი ფასადებით იგი ქუჩების მხარეს გადის, ხოლო ვიწრო ფასადით მათ გადაკვეთაზეა მიმართული. ფასადები შელესილია, თეთრადაა დაფერილი და მხატვრული თვალსაზრისით იდენტურადაა გადაწყვეტილი. I სართულის არე ჰორიზონტალური ღარებითაა დასერილი, ხოლო სწორკუთხა ფანჯრის ღიობებს საჭექი ქვების იმიტაციები ამკობს. მეორე სართულის ფანჯრის ღიობები პროფილირებული ჰორიზონტალური თავსართებით, ნახევარწრიული ფრონტონებითა და გირლანდებითაა შემკული. ამავე სართულზე ლითონის ორ-ორი აჟურული აივანია მოთავსებული. ჩახრუხაძის ქუჩაზე გამავალი ფასადის შუაღერძზე რიზალიტია მოთავსებული, რომელიც რენესანსული ფრონტონით სრულდება. ნაკაშიძეების შესახვევსა და ჩახრუხაძის ქუჩის გადაკვეთაზე მიმართული ფასადი ჩამოჭრილია. ფასადის I სართულის არეში შენობაში შესასვლელი კარია განლაგებული. კარის ღიობი საჭექი ქვის იმიტაციითაა აღნიშნული. მეორე სართულზე ლითონის აჟურული აივანია გადმოკიდებული, რომელიც ლითონისა და მინის ბრტყელი, ოვალური წინფრითაა გადახურული. ფასადის ცენტრალურ-ვერტიკალურ ღერძს ანტიკური ორდერის ელემენტებით შემკული ფრონტონი აგვირგვინებს, რომლის შუა ნაწილში ვენერა მილოსელის ქანდაკებაა ჩასმული. თანამედროვე შენობაში შენარჩუნებულია თავდაპირველი ნაგებობის მასშტაბი, მოცულობა, მეტნაკლებად ფასადების მხატვრული სახეც, შესაბამისად იგი ორგანულად ეწერება მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5108
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩახრუხაძის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>სასტუმრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80592169
Y: 41.69479649