CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3845
ObjectID: 3845
ID: 3845
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მრავალკუთხედში ჩაწერილი გეგმის მქონე, სამსართულიანი ნაგებობის ასიმეტრიული, რუსტირებული პილასტრებით შემოსაზღვრული ფასადი, ანტონ ფურცელაძის ქუჩის მიმყოლად არის განლაგებული. კომპოზიციის შუაღერძზე მეორე სართულის სიმაღლიდან აღმართული, რუსტირებული პილასტრებით მონიშნული და ნიჟარის გამოსახულებით დაგვირგვინებული რიზალიტია წარმოდგენილი. მასზე შენობაში შესასვლელი, ზედა სართულის თაღოვანი ღიობები და აჟურული, ცენტრული კომპოზიციის ცხაურებით შემოსაზღვრული აივნებია მოთავსებული. ღიობები პროფილირებული საჭექი ქვებით არის გაფორმებული. შუაღერძის ორსავ მხარეს, თანაბარი დაშორებით, დამატებითი რიზალიტებია მონიშნული, რომლებსაც აივანდართული ღიობები წარმოადგენს. ზედა სართულის ღიობს მცენარეული გირლანდა, თარო და მასზე დაყრდნობილი, რიზალიტის დამაგვირგვინებელი ნიჟარის გამოსახულება აფორმებს. რიზალიტებს შორის წყვილი სარკმლებია გაჭრილი. მათი ნაწილი პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი, მცენარეული სურათით შემკული თაროებით არის დასრულებული. თაროებსა და სარკმლებს შორის მოქცეულ მართკუთხა სიბრტყეზე ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ვარდულების კომპოზიციაა დატანილი. პირველი სართულის ღიობები შეუმკობელია. ქუჩის დაფერდების გამო, მარცხენა მხარეს სარდაფის კარი ჩნდება. ნაგებობა ეზოს შემცველია. აღსანიშნავია სადარბაზოს მოდერნული კარი, რომელსაც გრეხილ, მოხდენილ ღეროებზე მიბმული წითელგულა ოქროსფერი ყვავილების სურათის მქონე რკინის ცხაური ამკობს. სადარბაზოში ქვის, მოზაიკური, რკინის აჟურული მოაჯირითა და შუქფარნის ფრაგმენტით გაფორმებული კიბეა მოწყობილი. იატაკი სხვადასხვაგვარი მცენარეული ორნამენტებით არის წარმოდგენილი. აღწერილი სახლის ბაროკულ-როკოკული ელემენტებით გაფორმებული ფასადი საზეიმო ელფერის მატარებელია, რაც მას, გარკვეულწილად, პომპეზურობას მატებს. აღნიშნულ ელემენტებს შორის თვალშისაცემია არ-ნუვოს არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სურათის მქონე კარი. შენობა, თითქოს მის უკან მოქცეულ, მცირემასშტაბიანი, თბილისური საცხოვრებლის იერის მქონე სახლებით წარმოდგენილ კვარტალს, ა. ფურცელაძისა და მის მიმდებარედ განლაგებული სხვა, მასშტაბური ნაგებობებით განსაზღვრულ, კვარტლებს ერთმანეთისაგან გამიჯნავს. ამასთანავე ა. ფურცელაძის ქუჩის მონუმენტური ნაგებობებით წარმოქმნილ საერთო სურათის შექმნაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მის სილუეტს ნაწილობრივ განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4991
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფურცელაძე ანტონის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80174679
Y: 41.69708642