ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3843
ObjectID: 3843
ID: 3843
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ისნის რაიონში, არმაზის ქუჩის #27/12 მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა რამდენიმე ეტაპით განისაზღვრება. შენობის მთავარი კორპუსი XIX საუკუნის შუა ხანისა უნდა იყოს, ეზოსკენ მიმართული ფასადი (ჭვირული, ბრტყელი თაღებით გახსნილი) მოგვიანოა, მესამე ეტაპი კი XX ს-ის დასაწყისს განეკუთვნება, როდესაც სახლი შეილესა და ფასადები მოდერნის სტილის ელემენტებით შეიმკო. გეგმით რუსული პ-ს ფორმის მქონე, ორსართულიანი ნაგებობა, სარდაფის მაღალი სართულით, შიდა ეზოს ირგვლივ ვითარდება. აქვე გვხვდება მეზონინის სართულიც. სახლი კრამიტითაა გადახურული და ორფერდა, ციცაბო სახურავი აქვს. აღმოსავლეთით ის არმაზის, სამხრეთით კი არარატის ქუჩებზე გადის. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები კი ყრუა და ამ მხრიდან შენობა მეზობელ სახლებს ებჯინებოდა. შენობის აღმოსავლეთი მონაკვეთი, რომელიც არმაზისა და არარატის ქუჩებსა და შიდა ეზოს უკავშირდება, უხვი დეკორით გამოირჩევა. სწორედ ამ მხრიდან, ნაგებობას ზემოდან მთელ სიგრძეზე ადგას მეზონინის სართული. არმაზის ქუჩაზე გამავალი ფასადის ნაწილი, სარდაფების ჩათვლით, დანგრეულია, თუმცა მიუხედავად ამისა, მხატვრულ სახეს ინარჩუნებს აქ შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის სამმალიანი, სამყურა თაღებით შემკული და ხის რიკულებით მოფარგლული, ფართო აივანი, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ფასადის კომპოზიციაში. აივნის ერთ მხარეს ლითონის ნაჭედი ელემენტებით შემკული, კიდევ ერთი პატარა აიავანია მოცემული, სავარაუდოა, რომ ასეთივე აივანი უნდა ყოფილიყო მეორე მხარესაც, თუმცა, დღესდღეობით, ის აღარ გვხვდება. ხის ორსართულიანი აივანი წარმოდგენილია ასევე, არარატის ქუჩაზე გამავალ ფასადზეც. ამასთან, მას სხვენის დონეზე კიდევ ერთი, ხის, ფრონტონიანი აივანი ადგას ზემოდან. დასავლეთის მხრიდან სახლის მონაკვეთი დამხმარე სათავსოებს აერთიანებდა, აქვეა ნახევარსარდაფის ტიპის, დაბალჭერიანი სათავსებიც. ნაგებობის მესამე მონაკვეთი ერთსართულიანია, დეკორით ის ყველაზე ნაკლებადაა მორთული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი მიბჯენილია სახლის დამხმარე სათავსოების მომცველ მონაკვეთს, გეგმარებით მისგან სრულებით დამოუკიდებელია და მას მხოლოდ, შიდა ეზოთი უკავშირდება. სახლის ამ ნაწილს დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს, არარატის ქუჩის მხარეს. ყოველივე აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ ეს ნაწილი მომსახურე პერსონალისთვის იყო განკუთვნილი. რაც შეეხება ნაგებობის შიდა ეზოს, ის არარატის ქუჩისაგან რკინის ორფრთიანი, ღია ჭიშკრითაა მოზღუდული. აქვე გვხვდება ხის აივნების კონსტრუქცია, რომელიც მრგვალ, დორიულ სვეტებზე დაყრდნობილი, პროფილირებული ელემენტებით მორთული, სამყურა თაღებითაა წარმოდგენილი. სავარაუდოა, რომ აივანი მოგვიანებით შეიმინა და ლოჯიად გადაკეთდა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არმაზის ქუჩაზე გამავალი ფასადის ნაწილი, სარდაფების ჩათვლით, მთლიანად დანგრეულია. ძლიერა ადაზიანებული ასევე, ნაგებობის დანარჩენი მონაკვეთებიც და საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არმაზის ქუჩის #27/12 მდებარე შენობა მეტად სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვს შველას, მით უფრო, რომ მოცემული ნაგებობა XIX საუკუნის თბილისური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი ნიმუშია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3791
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არარატის ქ./12.არმაზის ქ./27 (ძველ ანაზომებში 16)
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8134089
Y: 41.69292088