{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3842?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3842?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3842?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3842",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3842,
    "ID" : 3842,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ძეგლი მართკუთხა გეგმარებისაა, მისი სიმაღლე განისაზღვრება ორი სართულით. შენობა ნაგებია აგურით, გადამხურავ მასალად გამოყენებულია კრამიტი. თავდაპირველი პასპორტიზაციის შემდგომ, ნაგებობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი, განსაკუთრებით კი მეორე სართულის ელემენტები შეცვლილია.  ნაგებობა პირობითად, ორი ნაწილისგან შედგება. მათგან ერთი, ანუ შენობის ძირითადი ნაწილი, ფასადად და მთავარ კორპუსადაა წარმოდგენილი. მის გვერდით კი ასევე წარმოდგენილია მისივე მცირე ზომის ნაწილი, რომელიც ოდნავ უკანაა დაწეული. პირველი სართულის დონეზე მოცემულია რამდენიმე ვრცელი ღიობი, რომელთაგან ნახევარი შესასვლელებს ეთმობა, მეორე ნახევარი კი ფანჯრებს. ყოველი ღიობის გადამხურავ ნაწილად მოცემულია აგურის წყობაში გამოყვანილი, რკალური თაღები. შენობის მეორე, მარჯვენა ნაწილზე კი წარმოდგენილია ნახევარწრიული დაბოლოების ფანჯრები. \nშენობის მეორე სართული მთლიანად ეთმობა ვრცელ აივანს, რომლის ფერიც რესტავრაციის შემდგომ შეცვლილია. ამას გარდა, შეცვლილია ასევე, აივნის უკან მოცემული კედლის დანაწევრება, აქ წარმოდგენილი, აივანზე გამოსასვლელი კარისა და სარკმლების მოპირკეთება, თუ გადახურვა აღარ არსებობს. ამჟამად, ძეგლის ეს ნაწილი მთლიანი, დაუნაწევრებელი კედლის სახით წარმოგვიდგება. ნაგებობის აივანი ხისაა და სადადაა დეკორირებული. დეკორირებული ელემენტები გვხვდება აივნის რამდენიმე ნაწილზე, მათ შორის მისი ძირის ნაწილზე, მოაჯირებსა და სვეტის კაპიტელებზე. მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, არსებული დეტალები დეკორაციულობით ნაკლებად გამოირჩევა და მაინც, პროფილირებული მოტივების სახეს გვთავაზობს. \nძეგლის უკანა და მარცხენა მხარე პირდაპირ კლდეს ებჯინება, ხოლო მის მარჯვნივ მოცემულია სხვა ნაგებობა. ძეგლის ამავე, მარჯვენა ნაწილში მოცემულია უკანა პლანზე გადაწეული, ორი სართულის სიმაღლის ნაწილი. აქ მეორე სართულის სიმაღლეზე ახალი აივანია, მხატვრული თვალსაზრისით, არც თუ მაღალი დონის, პირველი სართული კი კარს უკავია. ამავე სართულებს შორის, მარჯვენა ნაწილში კიბის უჯრედია, რომელიც სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს. ძეგლი თავისთავად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის საერთო იერსახის შექმნაში.   ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4662",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მეტეხის აღმ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.812259869999998,
    "Y" : 41.690672710000001
  }
}