CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3840
ObjectID: 3840
ID: 3840
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ორი ჩიხის გადაკვეთაზე დგას. მთავარი ფასადით ის ლადო გუდიაშვილის მოედანზე გადის, მარჯვენა ფასადით ახოსპირელის II ჩიხისკენაა მიმართული, ხოლო, მარცხენა ფასადით - ახოსპირელის III ჩიხისკენ. ამ უკანსაკნელის მხარესვეა მოწყობილი სახლის ეზო და სადარბაზო უჯრედი. ქვიშისფრად დაფერილ, მთავარ ფასადს არქიტექტურული ელემენტები ამკობს. პირველი სართულის არე ხუთი ფანჯრის ღიობით ნაწევრდება. ღიობებს სამი მხრივ (ქვედა ბორტის გარეშე) ბრტყელი საპირეები შემოუყვება, რომელიც ზედა ნაწილში საჭექი ქვების იმიტაციებით სრულდება. ანალოგიურადაა შემკული მეორე სართულის ფანჯრის ღიობებიც. ამ სართულზე ფასადის კიდეებში კანელურებით დაღარული ბრტყელი პილასტრებია გამოსახული, ხოლო შუა მონაკვეთს ლითონის აჟურული აივანი ამკობს. ფასადი ბრტყელი პარაპეტით სრულდება. თუ შენობის მთავარი ფასადი ე. წ. ქართული აგურითაა ნაგები, გვერდითა ფასადები ე. წ. რუსული აგურითაა ამოყვანილი და ტრადიციისამებრ დაფერვის აგრეშეა დატოვებული. სადარბაზოში ახოსპირელის III ჩიხიდან ვხვდებით. კიბის უჯრედი ხის რიკულებიანი მოაჯირით იმკობა. ამავე ჩიხიდან ვხვდებით ეზოში. მოზრდილი ღია ეზო ჩიხისგან აგურის დაბალი ზღუდით გამოიყოფა. სახლის ეზოს მხარეს გამომავალ ფასადს ავთენტურობა დაკარგული აქვს. პირველი სართულის არე გვიანდელი მინაშენებით დამახინჯებულია, ხოლო მეორე სართულის დაბრეცილი შუშაბანდისაკენ გარედან მიდგმული ხის გადახურული სამმარშიანი კიბე მიემართება. მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება მხოლოდ მთავარ ფასადს აქვს შენარჩუნებული. ასევე ღირებულია მოცულობითი სტრუქტურა, რომელიც კარგადაა მორგებული ორი ჩიხი გადაკვეთის ადგილს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3880
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახოსპირელი ბეგლარის ქ./1.ახოსპირელი ბეგლარის II ჩიხი/2.ახოსპირელი ბეგლარის III ჩიხი/1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80334536
Y: 41.69066131