CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3838
ObjectID: 3838
ID: 3838
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა მდებარეობს კოტე აფხაზის და გ.აბესაძის ქუჩის კუთხეში. ორ სართულიანი ნაგებობის ქუჩის მხარეს პერიმეტრი სამ წახნაგოვანია. მთავარი ფასადი გადის აფხაზის ქუჩაზე, მეორე ვრცელი მონაკვეთი კუთხისაა, ხოლო მცირე მონაკვეთი მთლიანად აბესაძის ქუჩაზეა. პირველი სართული სრულიად მოურთავია. აფხაზის და კუთხისმონაკვეთებზე მხოლოდ განიერი და მაღალი სწორკუთხა ფორმის ღიობები გამოდის. სართულებს მარტივი, პროფილირებული კარნიზი გამოყოფს. მეორე სართული გაცილებით მდიდრულად არის გაფორმებული. კანელურებიანი პილასტრები ფასადს აფხაზის ქუჩის მხარეს სამ თანაბარ მონაკვეთად ყოფს, ხოლო კუთხის მხარეს ორ ნაწილად. აფხაზის ქუჩაზე პილასტრებს შორის ორ-ორი, წყვილედი თაღოვანი ფანჯარაა მოთავსებული, ხოლო კუთხის მხარეს თითო-თითო იდენტური ფანჯარაა. ფანჯრები მოჩარჩოებულია პროფილირებული ჩარჩოთი, ხოლო ყველა მათგანს თავზე “აზის” ქალის თავის რელიეფური გამოსახულება. მესამე წახნაგი, რომელიც აბესაძის ქუჩის მხარესაა, განსხვავებულია. აქ არის მოწყობილი შესასვლელი სახლის მცირე ეზოში, ეზოს პირველი სართული ამოშენებულია, ხოლო მეორე სართულზე შუშაბანდი გაუყვება ორი მხრიდან. შუშაბანდის გვერდითი ნაწილი ქუჩის მხარესაც გამოდის, სადაც შემორჩენილია ფერადი ვიტრაჟები. ორივე ფასადს მეორე სართულზე ამკობს ლითონის აჟურული აივანი მომრგვალებული კუთხეებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3698
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./2.კოტე აფხაზის ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80328506
Y: 41.6930843