ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3837
ObjectID: 3837
ID: 3837
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს ორსართულიან აგურით ნაშენ ნაგებობას, რომელსაც ასევე აქვს მესამე მანსარდის სართული. შენობის ცენტრალური ფასადი გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან უამრავი ფანჯრითაა დანაწევრებული. ამჯერად უკვე ძნელია ისაუბრო პირველი სართულის თავდაპირველ სახეზე, რადგან აქ ძალიან უხეში და ძლიერი გადაკეთებები მრავლადაა, თუმცა მისი ამჟამინდელი იერიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ აქ ამჟამად არსებული ფანჯრები, თავისი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით, კარებები, პირველი სართულის პატარა იზოლირებულ სივრცეებში შემავალი და არა ზოგადად შენობის სადარბაზოში, პატარა მართკუთხა არე, საკუთარი ტენტისებური ხასიათის მყარი გადახურვით და მის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კიდევ ორი გადახურვა _ ეს ყველაფერი გვიანდელი პერიოდისაა და სინამდვილეში შენობის აუთენტურ იერ-სახეს მნიშვნელოვწილად ვნებს და აზიანებს. მეორე სართულზე უჩვეულოდ ბევრი ვიწრო მართკუთხდის ფორმის ფანჯარაა დატანებული. გარდა მათი სივიწროვისა, მცირეა მანძილიც მათ შორის არსებული. ამ მახასიათებელს ძლიერი რიტმულობის განცდა შემოაქვს და ეს ნიუანსი მხატვრულ-დეკორაციული ხასიათის დატვირთვასაც იძენს. რადგან შენობას არანაირი სამშვენისი არა აქვს, მნიშვნელოვანია მსგავსი მხატვრული ინტერპრეტაციები, რომლებიც აგურის განსხვავებული წყობით მიიღწევა და იქმნება. ეს არის სარკმელების თავზე მარაოსებურად, ვერტიკალურად ჩალაგებული აგურების რიგი, რომელიც ოდნავი ნახევარწრიულობის მონახაზს ქმნის; ამასთან ამ სარკმელების ქვევით მართკუთხა ფორმის ჩაღრმავებები, შექმნილი ასევე აგურის წყობის სხვადასხვა დონეზე განთავსებით; ასევე სართულებს შორის არის კარნიზისებური სარტყელით, რომელსაც აგურისავე შვერილი ზოლი ქმნის და საკუთრივ კარნიზის პროფილირებული ფორმით. მეორე სართულის დანაწევრების ინტენსიობას იმეორებს მანსარდაზე არსებული ფანჯრების გადანაწილება-განთავსების სისტემა. იგივე ტიპის, იგივე რაოდენობის ფანჯრები, თავზე მცირე გადახურვებით. აგურის წყობით შექმნილი ამოზიდული კვადრატები შენობის პირველ სართულზეც აღინიშნება და გარკვეული გამამთლიანებელი ელემენტის დატვირთვას კისრულობს შენობის მხატვრული შემკულობის საერთო სისტემის ერთიანობის თვალსაზრისით. უკანა მხრიდან ნაგებობას აქვს ძალიან მცირე ზომის გრძივი ეზო, რომელიც ნაგებობის გასწვრივ გრძელდება და ლითონის რიკულებიანი ღიობითაა გარშემოსაზღვრული. აქაც პირველი სართულის ღიობების თავზე ისეთივე წყობა აღინიშნება აგურისა როგორიცაა ცენტრალური ფასადის მხრიდან მეორე სართულის ფანჯრებთან მიმართებაში. თუმცა უკანა მხარეს შენობას რამდენიმე მცირე ზომის მინაშენი აქვს, რაც როგორც ფაქტურულ ასევე ვიზუალურ აღრევას განაპირობებს. ნაგებობის მეორე სართულს გადმოკიდებული აივნისა და შუშაბანდის ერთობლიობა წარმოადგენს. ხის ღია აივანი, რომელიც თავსა და ბოლოში შუშაბანდის ტიპისაა, ამასთან მარცხენა ბოლოში, ამ მეორე სართულის შუშაბანდის მონაკვეთს კიდევ ერთი სართულის ანალოგიური კონსტრუქციის ნაწილი ადგას. ასევე ხის შუშაბანდი, ისეთივე კარნიზით და მისი შემკულობით როგორც მეორე სართულს განასრულებს. შენობის ამ მხარეს მეორე სართულის დონეზე შედის გარე კიბე, რომელიც შუა აივნის გახსნილ მონაკვეთში უერთდება ნაგებობას, ისე კი კუთხისებური ფირმა აქვს. აღნიშნული კიბე სრულად ლითონის კონსტრუქციისაა და გვიანდელია. გადაკეთებულია შუშაბანდის კარ-ფანჯრის მონაკვეთებიც რასაც ასევე სტილისტური აღრევა შეაქვს საერთო მხატვრულ სურათში. ნაგებობას არსებითი დაზიანებები აღენიშნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგურის წყობის ჩამოშლის დაწყება, როგორც ფასადის ასევე უკანა მხრიდან და ხის კონსტრუქციებზე არსებული მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომელთა უმეტესობა დროისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4453
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახუნდოვის ქ./3.გრიშაშვილი იოსების ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81153096
Y: 41.68827446