ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3828
ObjectID: 3828
ID: 3828
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა მოზრდილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს და “კვარტლის” მთელ სიგანეს მოიცავს. ამდენად შენობა ორ ერთმანეთის პარალელურ დიუმასა და ცინცაძის ქუჩებზე გადის. ორსართულიანი შენობა სარდაფით აგურითაა ნაგები. ცინცაძის ქუჩის მხრიდან შენობა მოიცავს ქუჩის მიმართ გახსნილ ეზოს, რომელიც ზღუდითაა შემოფარგლული. ზღუდე მთლიანად ახალი აგურითაა ამოყვანილი. შენობა ძლიერ სახეცვლილია ცინცაძის ქუჩის მხრიდან. ამ მხრიდან შენობა ეზოს ფასადით იხსნება ქუჩისკენ. ძირითადი მკლავი ეზოს სიღრმეშია განთავსებული. იგი მეორე სართულზე მუშარაბიანი შუშაბანდით იყო დახურული. ამჟამად მინების დიდი ნაწილი შემოძრცვულია. თავდაპირველად დიდი ოსტატობით შესრულებული მუშარაბი შენობის მთავარ სამკაულს წარმოადგენდა. შუშაბანდი თაღოვანი და შეისრული ფორმის თაღებით ნაწევრდებოდა. თაღებს შორის არსებული არე ხის ალათებით იყო დატიხრული, რომლებშიც ფერადი მინები იყო მოთავსებული. ალათები ობობას ქსელის მაგვარ ნახატს ქმნიდა. (ასეთივე ძელაკებიანი მოტივით იყო გაფორმებული დიუამას ქუჩაზე მიმართული აივნის მოაჯირი). შუშაბანდს არშიასავით გაუყვება მოხარატებული ურთიერთგადაჯაჭვული წრეები. შუშაბანდის მოაჯირი ყრუდ შეფიცრულია და სავარაუდოდ იგი გვიანდელი უნდა იყოს. მხატვრულად არის დამუშავებული შუშაბანდის უკანა კედელი. ღიობებს ნალესობაში გამოყვანილი თაღები შემოწერს, რომლებიც ჰორიზონტალური სარტყლებითაა გაფორმებული. შენობის მარცხენა მკლავი მთლიანად შეცვლილი და დამახინჯებულია. ამ მონაკვეთშიც მუშარაბით მორთული შუშაბანდი გამოდიოდა. ხის ალათები რომბებისაგან შემდგარ ნახატს ქმნიდა, რომელიც ფერადი მინებით იყო დამუშავებული. შენობის ძველ ნაწილს მარჯვენა მონაკვეთში პერპენდიკულარულად მიდგმული აქვს გვიანდელი ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს შუშაბანდს. გარდა ამისა ეზოში მიმობნეულია ერთსართულიანი სადგომები, მათ შორის საპირფარეშოები. დიუმას ქუჩის მხარეს შენობის მხატვრულ დომინანტს დაკიდული ხის აივანი წარმოადგენს. ქუჩა იმდენად ვიწროა, რომ აივანი ქუჩის ნახევარს ფარავს. ფართო ხის აივანი სამმალიანია. წინა მხარეს აივანი თაღოვანი, გვერდით კი დაკლაკნილი მოხაზულობის მქონე თაღებით იხსნება. თაღები ხშულია. ამჟამად თაღებს შორის ასებული არე შეფიცრულია. აივნის დანარჩენი ნაწილი კი შემინულია. აივნის მზიდი სვეტები მრგვალია. მოაჯირი ყრუდ შეფიცრულია, თავდაპირველად კი ძელაკებიანი იყო და ცინცაძის ქუჩაზე გამავალი შუშაბანდის ნახატს ეხმიანებოდა. აივანი ხშულ კონსოლებს ეყრდნობა, რომლებიც წინაპირზე რომბისებური დეტალებითაა აღნიშნული. აივანს ისეთივე არშია გაუყვება როგორიც შუშაბანდს ცინცაძის ქუჩის მხარეს. დიუმას ქუჩის მხარეს ფასადის დანარჩენი ნაწილი სადაა. პირველი სართული სწორკუთხა ფანჯრებით ნაწევრდება. ამჟამად დიუმას ქუჩის მხრიდან შენობაში შესასვლელი გაუქმებულია - ორფრთიანი ხის კარი აჭედილია. ფასადის მეორე სართულზე შვერილ საპირეებში მოქცეული თაღოვანი ფანჯრებია, რომლებსაც შერჩენილი აქვთ ავთენტური ხის ალათები. დიუმას ქ. #13 შენობა ერთ-ერთი გამორჩეული შენობა იყო კალაუბანში. ამჟამად შენობას ნაწილობრივ დაკარგული აქვს ავთენტურობა, განსაკუთრებით ცინცაძის ქუჩის მხარეს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შუშაბანდის დიდი ნაწილი შენარჩუნებული იყო, რაც კარგად ჩანს 2002 წელს გადაღებულ ფოტოზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4265
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დიუმას ქ./13.ცინცაძე კალისტრატეს ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანა
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80321804
Y: 41.69407354