{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3827?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3827?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3827?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3827",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3827,
    "ID" : 3827,
    "Name" : "მეჩეთი",
    "FullName" : "მეჩეთი",
    "Description" : "1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში, ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს სუნიტების მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-1851 წლებს შორის ის აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX ს-ის ბოლოს ხსენებული შენობაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი მეჩეთი ააშენეს, ამჟამად ის ემსახურება როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მუსლიმებს. \r\nაგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთიკური და ისლამური ელემენტები. გეგმით მეჩეთის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე დაგრძელებული მართკუთხედია. ინტერიერი ბურჯებზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებით ორ დაახლოებით თანაბარ ნავად არის გაყოფილი. სამხრეთ ბოლოში ორივე ნაწილს აქვს ერთნაირი მიჰრაბი _ ნახევარწრიული გეგმის ნიშა მუზარადისებრი მოხაზულობის კონქით. მეჩეთს ბრტყელი ჭერი აქვს. ჭერის ძირში კედლებს ნაძერწი სტალაქტიტური კარნიზი გაუყვება. ჭერიც და კედლებიც დეკორატიული არაფიგურატიული მხატვრობით არის დაფარული. ალაგ-ალაგ ჩართულია ჩახვეული კალიგრაფიით შესრულებული ციტატები ყურანიდან. გარედან მეჩეთს ორფერდა სახურავი ხურავს. \r\nშეულესავი აგურის ფასადები სადაა.  გრძივ კედლებში მოწყობილია დიდი ისრულთაღოვანი სარკმლები: დასავლეთ კედელში _ 4, აღმოსავლეთში _ 5. სამხრეთი კედელი სრულიად ყრუ და სადაა. ჩრდილოეთიდან მეჩეთს ეკვრის ირეგულარული გეგმის ვესტიბული, რომლის გარე კუთხეზეც აღმართულია მინარეთი. მისი ქვედა, აგურით ნაგები ნაწილი გეგმით რვაწახნაგაა, მონაცვლეობით ფართო და ვიწრო წახნაგებით. ოთხივე ფართო წახნაგი ისრული თაღებით არის გახსნილი. მინარეთის ზედა ნაწილი მსუბუქი კონსტრუქციაა ლითონის თხელ სვეტებზე დაყრდნობილი სახურავით და შუაში პატარა კვერცხისებრი გუმბათით.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3998",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბოტანიკურის ქ./32",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eმუსლიმური სამლოცველო;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eმუსლიმური სამლოცველო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810160510000003,
    "Y" : 41.687217410000002
  }
}