{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3826?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3826?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3826?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3826",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3826,
    "ID" : 3826,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "შენობა # 5/7 წარმოადგენს მსხვილმასშტაბიან, გეგმაზე რუსული გ-ს ფორმის ნაგებობას. ძირითადი ნაწილი გამოდის შავთელის ქუჩაზე, მეორე ნაწილი კი - შესახვევში. შიდა მხრიდან გადის ანჩისხატის ტაძრის ეზოში. შავთელის ქუჩის მხარეს ნაგებობის მოკლე მხარე მიბჯენილია ანჩისხატის სამრეკლოს.                                            \r\nქუჩის მხარეს შენობა ერთსართულიანი, ხოლო შესახვევის, და ეზოს მხარეს - ორსართულიანი. ქუჩაზე გამავალი ფასადების პირველი სართული (ქუჩის მხარეს ცოკოლის ნაწილი) შელესილია რუსტირების იმიტაციით. შესახვევის მხარეს, პირველ სართულზე გამოდის თაღოვანი, მცირე ზომის ფანჯრები, ხოლო, მარჯვენა ნაწილში გაჭრილია თაღოვანი ტალანი, რომელსაც ეზოს მხარეს გავყავართ.                                                                  \r\nმეორე სართული რამდენიმე, განსხვავებულ მონაკვეთად იყოფა. ქუჩის მხარეს ფასადი სამნაირადაა გაფორმებული. მცირე მონაკვეთი, სამრეკლოსკენ, შეულესავია და მოპირკეთებულია აგურით. აქ გამოდის ხუთი, მცირე ზომის, სწორკუთხა ფანჯარა. ფანჯრები სრულიად მოურთავია, მხოლოდ მეორე და მეოთხე ფანჯარას ზემოდან დაერთვის აგურის წყობაშივე გამოყვანილი, მცირე ფრონტონი. მომდევნო, ფასადის შუა მონაკვეთი შელესილია და დაფერილია მოვარდისფროდ. ამ მონაკვეშიც ხუთი სწორკუთხა ფანჯარაა. მათ შემოუყვება სადა მოჩარჩოება და ხუთივეს ასრულებს ფრონტონი. ერთნაირადაა გაფორმებული ქუჩის მხარეს დარჩენილი კუთხის მონაკვეთი და შესახვევის მეორე სართული ტალანამდე. აქ, ვიწრო და მაღალი თაღოვანი ფანჯრების მწკრივია, რომლებსაც გადაევლება აგურის წყობაში გამოყვანილი, დეკორატიული, სიბრტყობრივი თაღები. ფანჯრების თავზე, დეკორატიულ თაღამდე გამოყვანილია საჭექი ქვის იმიტაცია. ფანჯრებში შემორჩენილია ძველი ალათები.\r\nეზოს მხარეს კედლები შელესილია და დაფერილია მონაცრისფროდ. პირველ სართულს ანაწევრებს კარ-ფანჯრების ღიობები. მეორე სართულს მთელ გაყოლებაზე გასდევს აივანი - რიკულებიანი მოაჯირებით და ბოძებს შორის, სამყურა თაღებით. ტალანიდან გამოსვლისთანავე, მარჯვენა მხარეს მოწყობილია ორსვლიანი, ხის კიბე, რომელსაც მეორე სართულის აივანზე ავყავართ. აივანი ეზოს მხარეს გამოსული, მოკლე ფასადის მეორე სართულზეა გადმოკიდებული, რომელიც გრძელდება ასევე შესახვევის ფასადის ნახევრამდე. ოთახები აივნის უკან განლაგებულია ანფილადურად. შენობაში მოწყობილია ანჩისხატის ტაძრის კელიები და მეორე სართულზე, სამხატვრო სახელოსნოები.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5071",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "შავთელის ქ./5.შავთელის შეს./7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსენაკები/კლდეში ნაკვეთი სენაკი;საგანმანათლებლო, სამეცნიერო;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806697739999997,
    "Y" : 41.695288609999999
  }
}