CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3825
ObjectID: 3825
ID: 3825
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასტაბიანი შენობა დადიანის ქუჩაზე ვიწრო და პატარა ფასადით გამოს, ხოლო ნაგებობის ძირითადი კორპისი სიგრძივად ვითარდება ეზოს მხარეს. ქუჩაზე გამავალი ფასადი მდიდრულადაა გაფორმებული. ორსართულიანი ფასადის პირველ სართულზე ორი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯარა და ერთი განიერი სადარბაზოს კარი გამოდის. შუაკედლისები რუსტირებული პილასტრითაა გაფორმებული. ფანჯრებს შემოუყვება კუთხეებშეტეხილი პროფილირებული მოჩარჩოება, ზემოთ საჭექი ქვის იმიტაციით. კარის ღიობის თავზე განთავსებულია ლომის თავის ბარელიეფი. მეორე სართულზეც სამი ღიობია. შუა, კარის ღიობს გამოვყავართ ლითონის პატარა აივანზე. ღიობებს შემოუყვება პროფილირებული მოჩარჩოება. მათ თავზე კი განთავსებულია თარო თავსართი. ფანჯრის ღიობის ქვემოთ, მართკუთხა არეში მცენარეული ორნამენტია ჩასმული. შუაკედლისებს აუყვება კანელურებიანი პილასტრები, რომლებიც კორინთული ორდერის კაპიტელებით სრულდება. ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. კარნიზის ქვეშ წვრილი კბილანების მწკრივია. გვერდითი ფასადი, რომელსაც ეზოსკენ მივყავართ, შეულესავია და ქართული აგურით არის აგებული. ამ ყრუ კედლის მერე, რომელიც ერთგვარ პაუზას აკეთებს, ჩვენს წინ მთელი სიგრძით გადაიშლება ნაგებობის ეზოს მხარე. გრძელი მოცულობა ორჯერ არის შეტეხილი. ამ მხარეს ნაგებობა სამსართულიანია. პირველ ნაწილში, აივანი მხოლოდ ზედა ორ სართულს გასდევს. პირველი სართული სადაა. მეორე მონაკვეთში კი აივანი ქვედა სართულსაც ემატება. ზედა სართულზე აივნის მოაჯირები გამოცვლილია ლითონის ფირფიტებით. მხოლოდ მეორე სართულზე შემორჩა თავდაპირველი მოაჯირი. პირველ მონაკვეთში მოაჯირს დიაგონალურად დალაგებული, ერთმანეთის გადამკვეთი წვრილი ჯოხებით მიღებული ბადის ფორმა აქვს, ხოლო მეორე მონაკვეთის მოაჯირი მოხარატებულია. შემორჩენილია ასევე “ფარდები”. ნაგებობა ბოლოში კოშკურის ფორმის როზალიტით სრულდება, რომელიც რუსული აგურით არის აგებული და შეულესავია. მასზე პირველ ორ სართულზე თითო მცირედ მორკალური ფორმის ფანარა გამოდის, ხოლო მესამე სართულის ფანჯრის ღიობი თაღოვანია. სრულდება განიერი კარნიზით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4117
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80252139
Y: 41.69018349