ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3823
ObjectID: 3823
ID: 3823
Name: პოლიკლინიკა
FullName: პოლიკლინიკა
ComplexName:
Description: ნაგებობა ორსართულიანია, იგი მრავალწახნაგაა, თუმცა ეს მრავალკუთხოვანი ფორმა ქუჩის მხრიდან არ აღიქმება. ქუჩას მხოლოდ ერთი ფასადი გადმოჰყურებს, მისი გაგრძლელება კი მოცემულ მხარეს არსებული ეზოა, რომელიც ფასადთან ერთიანობაში აღიქმება. სახლი ნაგებია აგურით და მოვარდისფრო ბათქაშითაა შელესილი. ზედა სართულზე სიმეტრიულადაა განლაგებული ოთხი სარკმელი, მათ შორის კი ლითონის ჭვირული აივანია განთავსებული. ქვედა სართულზეც ოთხი სარკმელია გაჭრილი და ერთი სადარბაზოში შემავალი კარი, თუმცა არა შუაში, როგორც აივანი, არამედ ასიმეტრიულად. ფასადის ნალესობა მარტივი დეკორატიული ელემენტებითაა შემკული. სარკმლებს ორსავ მხარეს სადა, დაბალი რელიეფით გამოყვანილი პილასტრი მიუყვება დორიული სვეტების სტილში, ასეთივე პილასტრებია კარის ორსავ მხარესაც. აღსანიშნავია რკინის კარის დეკორი, კარი ნაგებობის თანადროული უნდა იყოს. სადარბაზოში ყურადღებას იპყრობს ჭადრაკისებურად განლაგებული ორი ფერის ქვის წყობა, ქვის კიბე და დეკორატიული რკინის მოაჯირი. ფასადის გაგრძელებაა კვადრატული ფორმის ეზო, რომელიც სამი მხრივ ნაგეგობებითაა მოფარგლული და ქუჩისკენ იხსნება. მის ინტიმურ გარემოში განსაკუთრებულ მახვილს სვამს პატარა ქვის კიბე, რომელიც სახლის გვერდითა ფასადს აუყვება, იქვე კი შესასვლელში აჟურული რკინის კარია მიმაგრებული. მოცემულ შემთხვევაში, თავისი ავთენტურობით ეზო შენობის ღირებულ ნაწილს წარმოადგენს და ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერ-სახის შექმნაში, როგორც ფასადი. სახლის მეორე მხარეს აღსანიშნავია ხის ჭვირულმოაჯირიანი გალერეა და ფლიგელი, რომელსაც ზამბარისებურად დახვეული რკინის კიბე მიუყვება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5014
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიაჩელი ლეოს ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>პოლიკლინიკა;
CurrentFunction: ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>პოლიკლინიკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79013961
Y: 41.70614649