ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3822
ObjectID: 3822
ID: 3822
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი სახლი ე. წ. ქართული აგურით არის ნაგები. შენობა რთული გეგმარებისაა, იგი ვიწრო ფასადით ნიშნიანიძის შესახვევში გადის, უკანა ფასადითა და მის წინ მოწყობილი ეზოთი ვერცხლის შესახვევში და მარცხენა მკლავით მეზობელი სახლის, ვერცხლის შესახვევის #16 შიდა ეზოში ვითარდება. ნიშნიანიძის შესახვევისკენ მიმართული ფასადი მჭიდრო განაშენიანებაშია მოქცეული, ერთი მხრიდან მას სახლი #8 ებჯინება, მეორე მხრივ კი სახლი #4. ფასადი გვიანდელი გადაკეთებების შედეგად მნიშვნელოვნად არის დამახინჯებული. I სართულის არე ცემენტითაა შელესილი და ლითონის კარითა და კვადრატული ფანჯრით ნაწევრდება. კარიდან სადარბაზოში ვხვდებით, რომლის მოზრდილი მონაკვეთი ხის რიკულებიანი მოაჯირით შემკულ კიბეს უკავია. ფასადის მეორე სართული შუშაბანდს წარმოადგენს, რომლის მოაჯირი ჭვირული დეკორატიული ელემენტებით არის შემკული. მესამე სართული შელესილია, რომლის წყობაშიც შუშაბანდის კვალი იკითხება. ამდენად ფასადი მნიშვნელოვნად სახეცვლილი და ავთენტურობადაკარგულია. მისი თავდაპირველი სახის წარმოდგენა მხოლოდ მეორე სართულის მონაკვეთზე დაყრდნობით შეგვიძლია. როგოც ჩანს ფასადი თავდაპირველად მოხარატებული აივნებით იხსნებოდა, რომლებიც შესაძლოა მალევე შემინეს. შენობის ძირითადი მონაკვეთი ვერცხლის შესახვევში ვითარდება. ამავე მხარესაა მოწყობილი ეზოც, რომელიც ვიწრო შესახვევისგან აგურისა და ლითონის ზღუდით იფარგლება. შენობა ეზოს ორი მხრივ შემოფარგლავს. I სართულის მონაკვეთში განთავსებული იყო ხის სვეტები, რომელთაც ზედა ორი სართული ეყრდნობოდა. სვეტების ნაწილი ახლა აგურის კედლებითაა შეცვლილი. ფასადის II სართული შუშაბანდს წარმოადგენს, რომლის მოაჯირები შელესილია. III სართული ხის ჭვირული აივნით იხსნება ეზოს სივრცეში, აივნის მოაჯირების ნაწილი დაკარგულია და მოგვიანებით ხის ფიცრებით არის შეცვლილი, როგორც ჩანს II სართულის მონაკვეთიც ხის აივნით იყო შემკული, რომლისგანაც ამჟამად აღარფერია დარჩენილი. სახლის ზედა ორ სართულზე მოხვედრა ფასადის მარჯვენა კიდეში მოწყობილი ლითონის კიბითაა შესაძლებელი. შენობის მარცხენა მკლავი შუშაბანდებიანი ფასადით მეზობელი სახლის #16 შიდა ეზოში ვითარდება. აქ მოხვედრა მხოლოდ #18 სახლის ეზოდან, მარცხენა მკლავის I სართულის მარცხენა კიდეში მოთავსებული კარითა და მარჯვენა კიდეში მოწყობილი სადარბაზო კარიდანაა შესაძლებელი. სახლი #18 მკლავი და სახლი #16 ეზო ერთმანეთისგან აგურის დაბალი კედლით იმიჯნება, რის შედეგადაც სახლი #18 მკლავს იზოლირებული ეზო უვითარდება. სავარაუდოდ აგურის კედელი მაცხოვრებლებმა მოგვიანებით თვითნებურად ამოიყვანეს და თავდაპირველად შიდა ეზო ორივე სახლისთვის საზიარო უნდა ყოფილიყო. სახლი #18 ორივე ფასადს გვიანდელი გადაკეთებების შედეგად ავთენტურობა აქვს დაკარგული და დამახინჯებულია, თუმცა მათ ცალკეულ მონაკვეთებში შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები შენობის თავდაპირველი სახით აღდგენის საშუალებას მაინც იძლევა. ძალიან საინტერესოა შენობის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქუტრა, რომელიც რთულადაა განვითარებული და ორგანულად არის მორგებული მიკროუბნის მჭიდრო განაშენიანებას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4341
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის შეს./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანა
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80426897
Y: 41.69569858