ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3821
ObjectID: 3821
ID: 3821
Name: თბილისის სსიპ საჯარო სკოლა #50
FullName: მუსიკალური სკოლა
Description: რთული გეგმის მქონე ნაგებობა მდებარეობს თბილისის ძველ უბანში - სოლოლაკში. სახლი გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებით. ნაგებობა მოდერნის სტილშია აშენებული XX საუკუნის პირველ ათწლეულში. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. ორთავე სართულის ფლანგებზე თხელი რიზალიტებია. სახლი დაფერილია ყვითელ ტონალობაში, არქიტექტურული დეტალები თეთრადაა აქცენტირებული. ნაგებობა დგას მცირე ცოკოლზე, რომელიც რუხ ფერშია დაფერილი. ნაგებობის ორივე სართული დანაწევრებულია კარ-სარკმელთა სწორკუთხა ღიობებით. ფასადის მთავარ აქცენტს, ორიარუსიანი აივანი წარმოადგენს, რომლის მოაჯირი გაფორმებულია სადა გეომეტრიული ორნამენტებით. ფასადის ორნამენტულ მოტივებად გამოყენებულია მასკარონები. შენობაში შესასვლელი ხის კარი თაღოვანია. ვესტიბიულში შენარჩუნებულია თანადროული არქიტექტურული დეტალები, აქ ვრცელი მარმარილოს კიბეა, რომელსაც შენობის მეორე სართულზე ავყავართ. მარმარილოს კიბე ორივე მხარეს ქვის სტილიზებული მოაჯირი გასდევს. ვესტიბიულში შენარჩუნებულია მოზაიკის იატაკი. ვესტიბიულში კესონირებული ჭერია. აქ შემორჩენილია ძველი ბუხრები, რომლებიც გაფორმებულია ორნამენტული მორთულობით. ნაგებობის მეორე სართულზე კიბის უჯრედია, ზემოთ კი ფანარია მოწყობილი. ქუჩის მხრიდან, მარჯვენა მხარეს ლითონის ცხაურიანი ჭიშკარია, საიდანაც ვხვდებით შენობის შიდა ეზოში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5032
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიქოძე გერონტის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1900-იანი წლები
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79870433
Y: 41.69174649