ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3816
ObjectID: 3816
ID: 3816
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა სამსართულიანია და მთავარი ფასადით ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოდის. იგი აგურითაა ნაშენი და შელესილია. მის გეგმას ლათინური ასო L-ს ფორმა აქვს. მთავარ ფასადზე ორ დონეზე გამოწეული რიზალიტებია. ფასადს სიმაღლეზე პილასტრები მიუყვება, რომლებიც პირველ სართულზე რუსტიკით არის დამუშავებული, მეორე სართულზე კანელურებიანია, ხოლო მესამეზე სადაა. ფასადის სამივე სართულის სხვადასხვანაირად არის გადაწყვეტილი. პირველი სართული რუსტირებული ლესვით არის დამუშავებული (ხორკლიანი და გლუვი სიბრტყეების მონაცვლეობით), II-ზე გლუვი რუსტიკით, ხოლო III-ზე გლუვი ნალესი ზედაპირით. მეორე სართულზე ღიობებს პორფილირებული თავსართები აქვთ, რომლებიც ღიობის შუამდე მიუყვება და ჰორიზონტალურად გამავალ, პროფილირებულ კარნიზს ეყრდნობა. ღიობებს ცენტრში რელიეფური დეკორი ამშვენებს. II და III სართულებზე ლითონის აივნებია, ჭედური ელემენტებით. მესამე სართულის აივნები შედარებით მომცრო ზომისაა. ფასადს აბოლოვებს პროფილირებული კარნიზი და მის თავზე შემორჩენილი პარაპეტი. პირველ სართულზე ეზოში გასასვლელი გვირაბი და სადარბაზოში შესასვლელი ორი, იდენტური, ავთენტური, ხის ფრამუგიანი კარია, პროფილირებული ელემენტებითა და ლითონის ჭედური დეტალებით. ყურადღებას იქცევს სადარბაზოში არსებული ბუხარი. კიბეები ორმარშიანია, მარმარილოს საფეხურებით და ლითონის ჭედური ელემენტებით გაფორმებული მოაჯირით. იატაკი მოპირკეთებულია ჭადრაკულად განთავსებული შავ-თათრი კერამიკული ფილებით. სახლის ნაწილია ასევე შენობის მარჯვნივ მდგომი ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც, სავარაუდოდ, ჭიშკრით გამოიყოფოდა. სწორედ მათ შორის არის მოქცეული ეზოში შესასვლელი. ეზოს დიდი ნაწილი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი, მაგრამ მათ შორის შემორჩენილია ხის შუშაბანდები. ეზოს მხარეს ბევრი მიშენებაა. გამოირჩევა ნახევარწრიული ხის ერკერი, რომლის I და III სართულებზე შუშაბანდია, ხოლო II სართულზე _ ღია აივანი. ეზოს მხრიდანაა ასევე სარდაფში ჩასასვლელი. აღწერილი სახლი თავისი მასშტაბით, მორთულობით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწვეტით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭავჭავაძის ქუჩის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5311
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭავჭავაძე ზურაბის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79741859
Y: 41.71206172