ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3815
ObjectID: 3815
ID: 3815
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა მთავარი ფასადით ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოდის. იგი აგურითაა ნაშენი, შელესილი და შეღებილია. მის გეგმას ლათინური ასო L-ს ფორმა აქვს. ნაგებობა სამსართულიანია, პირველ სართულზე ცოკოლის სართული აქვს. მთვარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მას კიდეებში ფასადის სიბრტყიდნ მცირედ გამოწეული რიზალიტები აქვს. მარჯვენა რიზალიტის პირველ სართულზე ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ავთენტური მაღალი ლითონის ჭიშკარი აქვს, იგი დატვირთულია ლითონის ჭედური ელემენტებით და არამარტო ჭავჭავაძის ქუჩის, არამედ ქალაქის მასშტაბით არ აქვს ანალოგი. ჭიშკარს გარშემო პროფილირებული საპირე აქვს, ხოლო გვერდებში ჭიშკრის ნახევარ სიმაღლეზე წრიული კვეთის კოლონები ამკობს. სახლის მეორე სართულ ამკობს ლითონის ავთენტური აივანია ჭედური ელემენტებით. პირველი სართულის მარცხენა კიდეში სადარბაზოში შესასვლელი ხის გულიანი კარია. მას აქვს საპირეები, თავზე კი სანდრიკი ადგას. სანდრიკზე სადარბაზოს მცირე ზომის სარკმელია, ორიგინალური საპირითი და ცენტრში ორნამენტით. სადარბაზოს კიბე ორმარშინია, ლითონის მოაჯირით, რომლის პირველ საფეხურზე კანდელაბრია. ყურადღების იპყრობს იატაკის დეკორატიული გაფორმება, შესასვლელში სახლის ავტორის გვარია ამოწერილი (ა. ანდრეოლეტი). ბოლო სართულზე ჭერში შუქფარანია მოწყობილი. სადარბაზოში, II სართულის ბაქანზე მოსახლეობის მიერ გამოჭრილია ფანჯარა და დაზიანებულია კედლის მხატვრობა. მთავარ ფასადს ანაწევრებს ღიობების რიტმი. ღიობები პირველ სართულზე მორთულია საპირეებით, ქვემოთ და ზემოთ ცენტრებში ორნამენტებით, მეორე სართულზე სარკმლებს ასევე საპირეები აქვთ, ხოლო თავზე პატარა ფრონტონები ადგათ. ღიობების რიტმს ქვემოდან მართკურხა რელიეფური ორნამენტები ამკობს. ფასადი ბოლოვდება პროფილირებული კარნიზით, ხოლო კარნიზის თავზე პარაპეტია შემორჩენილი. პარაპეტის უკან მანსარდული ტიპის სახურავია კოშკურა მონაკვეთებით, რომლებშიც წრიული სარკმელებია ჩაყოლებული და გაფორმებულია თუნუქის ორნამენტირებული დეკორით. სახურავი თუნუქის ე.წ. ქრცლითაა დაფარული. ეზოში გვირაბის გავლით ვხვდებით, რომლის ზედა ნაწილი ამოშენებულია საცხოვრისად. ეზოს ფასადებზე ძირითადად ხის შუშაბანდებია. II სართულზე შემორჩენილია ხის აივნები, ჭვირული მოაჯირებით, სვეტებთ და დეკორატიული დეტალებით, ხის სვეტებზე პროფილირებული თავსართებითა და აჟურული ელემენტებით. გარკვეული ნაწილი მოპიკეთებულია თანამედროვე მასალით. ფლიგელის ბოლოს მეორე სადარბაზოა. აღწერილი სახლი თავისი მასშტაბით, მორთულობით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწვეტით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭავჭავაძის ქუჩის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5308
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭავჭავაძე ზურაბის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კულტურა>>ბიბლიოთეკა; ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79734984
Y: 41.71166231