ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3814
ObjectID: 3814
ID: 3814
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ერთ-ერთი საყურადღებო შენობა დ. აღმაშენებლის გამზირის მოცემულ მონაკვეთზე (თამარ მეფის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედნებს შორის). საკმაოდ მჭიდრო განაშენიანებაშია მოქცეული სამსართულიანი შენობა, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას და გამზირზე ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადით გამოდის. ეს უკანასკნელი მაღალმხატვრული დამუშავებით გამოირჩევა, რომელიც ფსევდო-კლასიცისტური და მოდერნული არქიტექტურული ენის ეკლექტურ ნაზავს წარმოადგენს. აგურით ნაგები შენობა გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმისაა, ეზოს მხარეს შეწეული რიზალითებით. ფასადი შეღებილია და ღია ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. საფასადო კომპოზიცია საერთო კონფიგურაციით და მასათა გადანაწილებით სიმეტრიულად ორგანიზებულია. ურთიერთპარალელური ჰორიზონტალები, როგორიცაა მაღალი ქვითმოპირკეთებული ცოკოლი, სართულშუა საზღვრად გავლებული ორი დეკორატიული თარო, დენტიკულებიანი, რელიეფურ მაქმანად ქცეულ, მაღალ კრონშტეინებზე შესმული კარნიზი, არაკონტრასტულ კვეთაშია შენობის მთავარ ვერტიკალურ ღერძებთან _ სიმეტრიული ცენტრისა და ფასადის განაპირა ფრთების აღმნიშვნელ რიზალითებთან. შენობის საფასადო დეკორი მდიდრულია და სრულიად შეესაბამება საუკუნის დასაწყისის ელიტური საცხოვრებელი სახლის პრეტენზიულ იმიჯს. თუმცა შედარებით თავშეკავებულია კედლის სიბრტყეთა დამუშავება, ხოლო ნაძერწი პლასტიკა გააზრებულად ნაწილდება _ სრულ საფასადო პერიმეტრზე მისი ფუქსავატურად დახვავების სურვილი არ იგრძნობა. სამი სართულიდან პირველი, ნალესობაში გამოყვანილი რუსტით არსი დაფარული, მეორე და მესამე სართულებზე დეკორატიული რუსტი მოხსნილია და კედლის გლუვი სიბრტყეები ღიობთა სტილიზებულ თავსართებს, პილასტრულ სარტყლებსა და ცალკეულ დეკორატიულ მოტივებს ეთმობა მხოლოდ. თუმცა, სწორედ ზედა სართულების მხატვრული გაფორმება იქცევს ყურადღებას. ამ უკანასკნელზე ღიობთა მომფარგვლელი არქიტექტურულ-მხატვრული დეკორაციები სამ განსხვავებულ სტილისტურ იერს ითავსებს: ფსევდო-ბაროკალური ყაიდისაა რუსტის წყობით დეკორირებული, ერთმანეთზე შესმული რამდენიმე კედლის პილასტრი, ამ პილასტრთა კაპიტელების გადაწყვეტა მოდერნული ესთტიკის ფარგლებში ხდება და მათი გაფორმება ფლორის მოტივებთან დაკავშირებული ქალისთავიანი სკულპტურებით ხორციელდება, და ბოლოს, ღიობთა თავსზემოთ გავლებული თარო-კარნიზი ფსევდო-კლასიცისტური სისადავითა და ნალესობაში გამოყვანილი გეომეტრიული კონფიგურაციებით იმკობა. მშვილდათაღოვანი ფრონტონით დაგვირგვინებული, ნეობაროკალური ყვავილოვანი მედალიონებითა და კარტუშებში ჩასმული სტილიზებული მცენარეული მოტივებით გაფორმებული ცენტრალური რიზალითის მასშტაბი და კომპოზიციური დომინანტობა ღიობთა ფორმისა და ზომის მიხედვითაც თვალსაჩინოვდება: სადარაბაზო კარი ეზოს ჭიშკრის სიმაღლის ტოლფასია, მხოლოდ თითო ღიობია დატანებული ზედა სართულებზე, მაგრამ ორდგარიანი კომპოზიციით, განსხვავებით შენობის დანარჩენ საფასადო ღიობთაგან; მეორე სართულის აივანიც კი სხვაობს მეზობლად შეკიდულ ასევე რკინისმოაჯირიანი აივნებისაგან _ ოვალური, კუთხეებდაწახნაგებული მოედანი აქ სწორკუთხაა და რკინის ცხაური წინ მდგომ ქვის მასიურ ბალასინებს შორისაა ჩადგმული, როცა სხვა აივნები მსგავსი გადაბმის გარეშე შემოწერენ აივნის პერიმეტრს. განაპირა რიზალითებში ვიწრო და მაღალი სარკმლებია ერთმანეთის თავზე წყვილ-წყვილად განლაგებული, მარცხენა რიზალითში გაჭრილი ჭიშკრის გამოკლებით. რიზალითებს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეს კარ-სარკმელთა რიგი იკავებს. ფასადის ღიობები იერარქიის მიხედვით იცვლის ფორმას: ცოკოლის სართულზე სწორკუთხა ღიობებია, მეორე სართულზე (განაპირა რიზალითების ვიწრო სწორკუთხა სარკმლების გამოკლებით) _ ნახევრადწრიული, მესამე სართულზე _ მშვილდათაღოვანი (განაპირა რიზალითების ვიწრო სარკმლების ნახევრადწრიული სარკმლების გამოკლებით). ღია მომცრო აივნებით დატვირთულია მეორე სართული _ მოთავსებულია სამი, მესამეზე _ ორი აივანი. მათი რკინისცხაურიანი მოაჯირები მოდერნის სტილშია შესრულებული და დღემდე ავთენტური კომპოზიციით არის შემორჩენილი. საერთოდაც, მოდერნისტული ,,ხელწერა” იგრძნობა აბსოლუტურად ყველა მადეკორირებელი ელემენტის გაფორმებაში, იქნება ეს ალათების დეკორი, ნაძერწი პლასტიკის ნებისმიერი ნიმუში, თუ აივნის მოჯირები და სადარბაზო კარის ფრამუგა. სადარაბაზო შესასვლელი შედარებით სადად გაფორმებულია: მოზაიკური იატაკი, ქვის კიბეები მოდერნის ნახატით აგებული კიბის მოაჯირის კომპოზიცია. სადრაბზოს კედლები შეთეთრებული და ნალესობაგანახლებულია. სადარბაზო კიბეებს უხვად ანათებს ეზოსპირა კედელში გაჭრილი დიდი სარკმლები. ეზოს ფასადის პირვანდელი სახე აგურით ნაგებ განაპირა ფლიგელებს და ხის კონსტრუქციებით შედგენილ ღია აივნებს ეფუძნებოდა, რაც დედაქალაქში ჩამოყალიბებულ არაოფიციალურ ხუროთმოძღვრულ ტრადიციას ეპასუხებოდა, როდესაც ევროპული ყაიდის ფასადებს ე.წ. თბილისური აივნებით გაფორმებული ეზო ენაცვლებოდა. მოცემული შენობის სამხრეთით პირმიქცეული ეზოს აივნების უმრავლესობა სრულიად ამოშენებულია. აივნების კომპოზიციას მჭიდროდ შეფიცრული მოაჯირები, კვადრატული სვეტები და სადა სვეტისთავები შეადგენს. ცენტრალურ არეზე ჯერ კიდევ შემორჩენილია აივნების მოხაზულობის სპეციფიკა _ ოვალური კუთხეებით შემოწერილი მოაჯირები, რაც მოდერნული ტალღოვან-დინამიკური პროპორცია-რიტმების გამოძახილი უნდა იყოს. ეზოს ფასადის განაპირა ფრთები აგურით ნაშენია, ერთში მოთავსებულია სადარბაზო შესასვლელი კიბეებითურთ, მეორეში _ საცხოვრებელი ოთახები. სარდაფის სათავსები ეზოს ფასადის პერიმეტრზეა გაყოლებული. სარდაფის ოთახების საშუალო სიმაღლე 2, 60 მეტრია. ეზო საშუალო სიდიდისაა, სიღმეში განვითარებული. შენობის ფიზიკური მდგომარეობა სრულიად სხვაა ქუჩის მხარეს და სხვა _ ეზოს მხარეს. ბოლო წლებში სახლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა: განახლდა ფასადი, გამოიცვალა სახურავი, განახლდა ეზოს ასფალტის საფარი. ქუჩის მხარე აღდგენილი და მოვლილია, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა და სადარბაზო და განსაკუთრებით ეზოს მხარეს მოქცეული ხის კონსტრუქციები, რომლის მთავარ პრობლემას ჭერიდან ჩამოსული წყალი წარმოადგენდა, მართალია სახურავი შეკეთდა, მაგრამ დაზიანების კვალი აღმოსაფხვრელია (ჭერის ბათქაში ჩამოყრილია). შენობის ავთენტურობა მისი მაღალმხატვრული ხარისხის მიუხედავად, ნაწილობრივ შელახულია: ცენტრალურ ფასადზე პირველი სართულის სარკმლებიდან ორი კარად გადაკეთებულია, რომლებიც მომცრო რკინისმოაჯირიანი ქვის მისასვლელი კიბეებით გამოდის გამზირზე. ეზოს მხარე აივნების ამოშენებებით ,,სცოდავს”. ეზოს ფასადზე ორი მინაშენიცაა გამოვლენილი. და მაინც, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის (საფასადო პლასტიკა, ეზოს ოვალური აივნები) შენარჩუნება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4184
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./172
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78942809
Y: 41.71975266