CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3813
ObjectID: 3813
ID: 3813
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სამსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში, ერთი მკლავით წაგრძელებულ, ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. მთავარი ფასადით ის დ. აღმაშენებლის გამზირზე გადის და ორივე მხრიდან საერთო განაშენიანებაშია ჩართული. მთავარი ფასადი შელესილი და შეღებილია. პირველი სართულის მარცხენა ნაწილში ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი, სიმეტრიის შუა ღერძზე კი - სადარბაზოს კარი. სართულის დანარჩენი ნაწილი ცოკოლითაა ამაღლებული და სწორკუთხა ღიობებით ნაწევრდება. მისი კედლები დაბალი რუსტებითაა მოპირკეთებული. სართულებს შორის ფასადი ჰორიზონტალური სარტყელებითაა დანაწევრებული. პირველთან შედარებით ზედა ორი სართული უფრო მორთულია. რუსტებისაგან შედგენილი წყვეტილი პილასტრები, ქალისთავიანი ნაძერწი კაპიტელები, მცენარეული ორნამენტები, კრონშტეინები - ეს იმ დეტალების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამკობენ ორივე სართულს. მეორე და მესამე სართულის შუა ნაწილში ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნებია. მთლიანად ფასადი სრულდება კრონშტეინებითა და ჩარჩოში ჩასმული, ნაძერწი კომპოზიციებით შევსებული ფრიზით, რომელზეც შვერილი კარნიზია გავლებული (ცენტრში მრუდხაზოვანი ფრონტონია). ეზოს მხარეს არსებული, ხის, გახსნილი აივნები მხოლოდ ნაწილობრივადაა ამოშენებული და შემინული. შენობა გადახურულია თუნუქით. სახლი აშენებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მისი ფასადი მოდერნის სტილისაა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4184
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./172
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78909203
Y: 41.71970271