ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3807
ObjectID: 3807
ID: 3807
Name: ეკლესია "ზედა ბეთლემი"
FullName: ეკლესია "ზემო ბეთლემი"
Description: მაცხოვრის შობის ეკლესია, რომელიც ძველი დროიდან ბეთლემის (ბოლოხანს - ზემო ბეთლემის) სახელით არის ცნობილი, მდებარეობს ქვემო კალაში, კლდისუბანში, საცხოვრებელი სახლების ზემოთ. ეკლესია ამ ადგილას ადრეული შუა საუკუნეებიდან იდგა. გადმოცემა მის აშენებას მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს. XV ს-ში თბილისელმა სომხებმა აქ ღმრთისმშობლის მონასტერი დააარსეს. XVIIIს. I ნახევარში მონასტერში ახალი ეკლესია აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბეთლემი სომხებს ეკავათ, ის ქართველებისთვისაც წმინდა ადგილად რჩებოდა, ამის გამო მშენებლობა ორივე კონფესიური თემის სახსრებით მიმდინარეობდა (1740 წ. ეკლესიის კედლების ნაწილი აშენდა თავად გივი ამილახვრის შემწეობით). 1884 წ. ეკლესია საფუძვლიანად შეკეთდა, განახლდა საფასადო წყობა და გუმბათი. 1994 წ. შენობა დაუბრუნდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეკურთხა მაცხოვრის შობის სახელობაზე. თბილისელებს შორის ეკლესია ბოლო დრომდე ცნობილი იყო "ფეთხაინის" სახელით. ბეთლემის ეკლესია დგას კლდის დამრეც ფერდობზე, რომელიც სუბსტრუქციით არის მოსწორებული. ეკლესიის სამხრეთ ფასადსა და კლდეს შორის ორიოდე მ-ის სიგანის დერეფანია. ჩრდილოეთ მხარეს სუბსტრუქციის სიმაღლე 3,5 მ-ს აღწევს. ეკლესია `ჩახაზული ჯვრის~ ტიპისაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. შენობის დასავლეთ მხარე მკვეთრად წაგრძელებულია. აქ დამატებით კიდევ ერთი წყვილი ბურჯი დგას. აფსიდის ორსავ მხარეს დამატებითი სათავსებია. საკურთხევლის წინ შემონახულია ადრინდელი ეკლესიის აფსიდის ნაშთი. მკლავების კამარები, სატრიუმფო გუმბათქვეშა და თაღები დაბრტყელებული შეისრული მოხაზულობისაა. შესასვლელები ეკლესიას აქვს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთის კარისკენ სუბსტრუქციაზე მიშენებული კიბე ადის. ეკლესიის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფასადები, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს, ქვიშაქვის თლილი ფილებით არის მოპირკეთებული. აღმოსავლეთის ფასადზე სამივე სარკმელს საპირე შემოწერს. შუა სარკმლის ქვემოთ გამოყვანილია მსხვილი მოჩუქურთმებული ლილვი. განაპირა სარკმლების ქვეშ ჯვრის გამოსახულებებია. ჩრდილოეთის ფასადი დიდად გადაკეთდა 1884 წ. ამდროინდელია რუხი ბაზალტის ფილების წყობა კარის ირგვლივ და ფასადის დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე სამი დიდი ფანჯარა, რომლებიც აგურით ამოავსეს საბჭოთა პერიოდში, როცა ეკლესიაში საამქრო იყო მოწყობილი. დასავლეთის განაპირა ფანჯრის ზემოთ ჩასმულია ღმრთისმშობლის გამოსახულება ყრმით ანგელოზებს შორის (თავიდან ეს კომპოზიცია კარის ტიმპანში უნდა ყოფილიყო). შუა ფანჯრის აქეთ-იქით ქერუბიმების რელიეფებია. მთლიანად თლილი ქვისაა გუმბათიც. მის ჩრდილოეთ წახნაგზე, ზედა ნაწილში არის მიჯაჭვული ლომის სკულპტურული გამოსახულება, ჩრდილო-აღმოსავლეთისაზე _ ღმრთისმშობლისა. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადები აგურისაა. ეკლესიის აღმოსავლეთით, 30-იოდე მ-ის მოშორებით დგას XVIII ს-ის სამრეკლო. მისი ქვედა კორპუსი აგურით არის ნაგები, თაღოვანი ფანჩატური თლილი ქვისაა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3942
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის აღმ./18
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80456883
Y: 41.68887525