ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3803
ObjectID: 3803
ID: 3803
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ოთხსართულიანი, მართკუთხედში ჩაწერილი შენობის ფასადი სადაა. მაღალი პირველი სართულის ზედა ნაწილში, მცირე ზომის სარკმლების რიგია მოთავსებული. მათ შორის ხის, მკვეთრი დახრით განლაგებულია აინების დამჭერი კონსოლები. ზედა სართულებს ფართე აივნები წარმოადგენს. მათი ნაწილი ამოშენებულია. აივნები სადა, ხის მოაჯირით არის შემოსაზღვრული. მესამე სართულის აივანი და მესამე სართულის გადახურვა ხის მაღალ, თხელ, წრიული გეგმის სვეტებს ეყრდნობა. აივანზე გამომავალი ღიობები ტიმპანიანია. ახლად ამოშენებულ კედლებში კი დიდი ზომის ახალი ფანჯრებია მოთავსებული, რაც ფასადის თავდაპირველ სახესა და ერთიან სურათს არღვევს. შენობას ტერასული დაშენება აქვს. პირველ სართულს კი მიშენებული აქვს სარდაფის სივრცეში ჩასასვლელი, რომელიც მკვეთრად არის წინ გამოშვერილი. შენობის გვერდითა კედელი მეზობელი სახლის ეზოსკენ არის მიმართული და შეულესავი აგურისაა. მასში გაჭრილია რამდენიმე, თანაბრად განაწილებული, ტიმპანიანი და სწორკუთხა სარკმელი. კარგად გამოიკვეთება შენობის ძირითადი სართულები და დაშენება. აღწერილი სახლი ტრადიციული თბილისური თვისებებით ხასიათდება. ის მასშტაბით თვალშისაცემია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანებაში. ამასთანავე მტკვრის მიმყოლად განლაგებულ მსგავსი იერის სახლებთან ერთად საერთო სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4689
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მტკვრის ქ./6.მარჯვენა სანაპირო/
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კულტურა>>კლუბი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80502596
Y: 41.69866303