ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3802
ObjectID: 3802
ID: 3802
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასიმეტრიული ფასადი ქუჩის მიმყოლად არის განლაგებული. ზედა ორი სართულის ფასადი სიმეტრიულია. მის ორივე განაპირა მხარეს არათანაბარი ზომის რუსტებით ამოყვანილი კბილანისებური გიგანტური პილასტრებით რიზალიტია მონიშნული. მასზე ორივე სართულზე აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული ფრანგული აივნებია მოთავსებული. რიზალიტებს შორის სარკმლების თანმიმდევრული რიგებია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც, ცენტრში რკინის აივნებია შეკიდული. პირველი და მესამე სართულის ღიობები სადა საპირეებით არის შემოსაზვრული და პროფილირებული თუ სადა საჭექი ქვებით არის შემკული. მეორე სართულის ფანჯრები გირლიანდებით შემკული რკალური ფრონტონებით ბოლოვდება, რომლებიც პროფილირებულ კრონშტაინებს არის დაყრდნობილი. ფრონტონების ქვეშ მოქცეულ მართკუთხა სიბრტყეებზე მცენარეული გირლიანდების გამოსახულებებია დატანილი, ფანჯრებქვეშ კი, ცენტრული კომპოზიციის მქონე ნაძერწობები. რიზალიტებში ეზოსა და შენობაში შესასვლელებია მოთავსებული. გვირაბში აჟურული რკინის ჭიშკარია წარმოდგენილი. სადარბაზოს კარი კი ცხაურით შემკული თაღოვანი სარკმლებით, პილასტრებითა და სხვადასხვა გამოსახულებებით არის გაფორმებული. სადარბაზოში ხის კიბეა მოწყობილი. იატაკი სხვადასხვა ფერის ჭადრაკისებურად განლაგებული პატარა ფილებითა და ვარსკვლავების გამოსახულებებით არის მოპირკეთებული. შენობა ეზოს შემცველია. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ბაროკოს ხუროთმოძღვრების ელემენტებს შეიცავს. მისი გაწონასწორებული ფასადი პომპეზურობით ხასიათდება. მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მიმდებარე განაშენიანებაში ერთ-ერთი დომინანტია და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3724
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80341316
Y: 41.69867278