CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3798
ObjectID: 3798
ID: 3798
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი მარტივი ანფილადის გეგმარებით ტიპად ჩაითვლებოდა, რომ არა მისი ხაზგასმულად ვერტიკალური განვითარება. რასაც რელიეფიც უწყობს ხელს. სართულების დონეები ბუნებრივად დატერასებული რელიეფის განსხვავებულ დონეებს შეესაბამება, ხოლო შენობის გეგმარების განვითარება ამ ტერასებისკენ პერპენდიკულარული ღერძით მიემართება; შენობის ვიწრო მხარეზე მთავარი ფასადის გამოტანა და I სართულის ქვეშ მაღალი და ყრუ ცოკოლის სართულის მოწყობა ნაგებობას XIX ს-ის I ნახევარში გავრცელებულ კოშკური ტიპის საცხოვრებელთან აახლოვებს, სადაც ბინების ვერტიკალური დაგეგმარება შიდა კიბის არსებობითაც არის ხოლმე ხაზგასმული. აქ შიდა კიბე არ არის. ოთახების რიგი ქვედა სართულში მოკლეა, II სართულზე ბუნებრივი ზედა ტერასის სიღრმე შენობის მკლავის სიგრძის გაორმაგების საშუალებას იძლევა. სართულების მიხედვით განსხვავებულია ალმაცერად განვითარებული მოკლე დამხმარე მკლავიც, რომელიც შენობის ძირითად ნაწილთან ერთად გეგმის Γ-ს მაგვარ მოხაზულობას ქმნის. ოთახების წინ I სართულზე ღია დერეფანი იყო, II სართულზე აივანი, ხოლო წინ, ამავე სართულზე - მთელი მთავარი ფასადის სიგანის შეკიდული აივანია. I სართულის სიღრმეში შემორჩენილია სარდაფის სათავსი. ფანჯრის და კარის ყველა ღიობი სწორკუთხაა, გარდა I სართულის უკანა მშვილდათაღოვანი ღიობებისა; ჩარჩოები აქაც სწორკუთხაა. სახლი კვადრატული აგურით არის აშენებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ საყრდენი კედლის წყობაში ცალკეულ რიგებად ფლეთილი ქვაა შერეული. აივნის დეტალები და კონსტრუქციები ხისაა. ღიობები არ არის გაფორმებული. აივნის სვეტები ხისაა, კუთხეებჩამოკვეთილი და კაპიტელით დასრულებული. კაპიტელსა და არქიტრავს შორის აჟურული სამკუთხედებია ჩასმული, რაც სვეტებსშორის არეს თაღოვან მოხაზულობას აძლევს. მოაჯირებიც აჟურულია. ეზოსკენ აივანი სადაა, სწორკუთხა სვეტებითა და ფიცრის ყრუ მოაჯირებით. მოაჯირს ქვემოთ აივანს ფიცრის სადა ზოლი შემოსდევს და ძირიც შეფიცრულია. კიბის საფეხურები ხისაა, მოაჯირები დაკარგულია, მაგრამ აშკარაა ისიც სადა იქნებოდა, ხის ძელაკების. სახლს აივნის გაყოლებით არქიტრავულ კოჭში გამოსული გადახურვის პროფილირებული კოჭები შემოუყვება. ოთახებში არის ღრმა განჯინები და კედლის ნიშები. მეორე სართულის ოთახებში არის პროფილირებული კარნიზი. სახლს აქვს ღია ეზო, რომელსაც ჩრდილოეთიდან საზღვრავს კლდოვანი ქარაფი; ქვემოთ ეკლესიის ღრმა ეზო-ჭაა. დასავლეთით, სავარაუდოდ ახლოს, გადიოდა მონასტრის გალავანი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3946
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის აღმ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80403937
Y: 41.68902725