CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3792
ObjectID: 3792
ID: 3792
Name: შერეული ფუნქციის შენობა
FullName: შერეული ფუნქციის შენობა
Description: წარმოადგენს გეგმაზე არასწორი მართუთხედის ფორმის, ორსართულიან ნაგებობას. ფასადი კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს. გრძელი ფასადი ორივე მხარეს აღნიშნულია რიზალიტით, რომელიც ისევეა გაფორმებული, როგორც მთელი ფასადი. ნაგებობის შუაში, პირველ სართულზე განიერი და მაღალი თაღია, რომლიდანაც ტალანის მეშვეობით გავდივართ ნაგებობის უკან. სადა თაღს აფორმებს მხოლოდ მოზრდილი საჭექი ქვა. თაღის ზემოთ, მორე სართულზე სამი ვიწრო და მაღალი თანაბარი ზომის თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთ ღერძზე არსებული თაღის და სამი სარკმლის კომპოზიცია გამოყოფს ფასადის ცენტრს. მის ორივე მხარეს ფასადები იდენტურადაა გაფორმებული. ორივე სართულზე გამოდის განიერი და მაღალი სწორკუთხა ღიობები, ყოველგვარი მორთულობის გარეშე. პირველ სართულზე შუაკედლისები რუსტირებულია, ხოლო მეორე სართულზე მათ ასდევს კანელურებიანი განიერი პილასტრი. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით და მის ზემოთ არსებული პარაპეტით. მარცხენა რიზალიტში პირველ სართულზე არის სადარბაზო, რომელშიც მეორე სართულზე ასასვლელი ორსვლიანი ქვის კიბეა, ლითონის მოაჯირით. მეორე სართულზე ნაგებობას მთელს სიგრძეზე გაუყვება ვიწრო დერეფანი, რომლის ორივე მხარეს ოთახები ანფილადურად ლაგდება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4571
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტე აფხაზის ქ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: ფუნქციის გარეშე;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80547401
Y: 41.69271002