CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3788
ObjectID: 3788
ID: 3788
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ცენტრალური ფასადის მხრიდან ოთხსართულიანია. ის ამ მხარეს კლდეზეა გადმოკიდებული და გარემო-ლანდშაფტსაა მაქსიმალურად მისადაგებული. მისი ქვედა, პირველი სართული ნახევრად-სარდაფული სართულის იერის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ფანჯრის, მცირე ზომის, კვადრატული ღიობებითაა დანაწევრებული და მხოლოდ ერთი, მცირე ზომის კარი და მასზე მორგებული, ასევე ძალიან მცირე ზომის აივანი აქვს. ამის მთავარი მიზეზი კედლის მასივის სიმრავლე და ამასთან მასალაა. ამ დონეზე კედელი რიყის ქვითა და აგურის ჰორიზონტალური ხაზობრივი ჩანართებითაა შექმნილი. შენობის დანარჩენ ნაწილს კი, ხის შემინული შუშაბანდებით შექმნილი, სამი სართული წარმოადგენს. აქედან, სამივეს მოაჯირის არეები ორნამენტული ხასიათისაა. მესამე და მეოთხე სართულებზე კი ფანჯრების თავზეც ნახევარრკალისებური, ასევე, მოჩუქურთმებული დეტალებია შემოყოლებული. სართულთშორის ნაწილებს ოდნავ შვერილი, კარნიზის მსგავსი არშიები გამოჰყოფს. საკუთრივ შუშაბანდის ძირითადი ნაწილები კი მცირე დაკვადრატებით შექმნილი ხის ჩარჩოებისა და ფანჯრის არეებისაგანაა შექმნილი. შენობის გვერდით არეებზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან ის ორივე მხარეს სხვა ნაგებობებს ებჯინება. რაც შეეხება უკანა ფასადს, ამ მხარეს ნაგებობა ორსართულიანია. აქ არის შენობაში შესასვლელი ყველა კარი. ზიგზაგისებური ხის კიბე, რომელიც მეორე სართულზე ადის და შემინული შუშაბანდის მცირე ნაწილი, რომელიც ასევე, მეორე სართულზეა განთავსებული. ამ მხარეს შენობა აღმართის რელიეფსაა მორგებული. ამის გამო, მისი სართულებრივი დანაწევრება, რომელიც ცენტრალურ ფასადთან შედარებით ისედაც განსხვავებულია, კიდევ უფრო იცვლება და ზოგან, არასრული, ორი სართულის სახესაც კი იღებს. ნაგებობის უკანა ფასადი საღებავის ფენითაა დაფარული, მისი ცენტრალური ფასადის გვერდითი არეები კი რომლებიც უკანა მხრიდან არსებული კიბის გასწვრივ ჩანს, აგურის შეულესავი წყობითაა ამოყვანილი. ეს შენობა აბანოთუბნის ერთიანი, სარესტავრაციო სამუშაოების დროს სრულად იქნა აღდგენილი და რეაბილიტირებული. ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ საერთო სტილისტური მახასიათებლები შენარჩუნებულია, თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ ნაგებობის ავთენტური ნაწილები თითქმის, აღარ არსებობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4043
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გოგირდის შეს./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81015766
Y: 41.68694564