CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3782
ObjectID: 3782
ID: 3782
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ოთხსართულიანია. მას მაღალი, ვიწრო ნაგებობის სილუეტი აქვს. ამ ნაგებობის პირველ სართულს ერთიანი დიდი ვიტრინა-კარი ქმნის, რომლის თავზეც ორ სართულზე გადმოკიდებული აივნიანი ნაწილია განთავსებული, ზედა მეოთხე სართული კი ტერასული ხასიათისაა, აივნის გამო და ოდნავ სიღრმეშია შეწეული. აივნის არეებს ოთხი სვეტი ანაწევრებს. როგორც მეორე, ასევე მესამე სართულის არეს ორ-ორი ღიობი ანაწევრებს კარ-ფანჯრის. აქედან მეორე სართულის ღიობების ზედა მოხაზულობა გადრეკილი რკალისებურია, მესამე სართულისა კი მართკუთხედის ფორმის. მეორე სართულის სვეტები ბოლომდე აუყვება იატაკიდან ჭერის არეს. მეოთხე სართულზე კი სვეტის ზედა დაბოლოებები თაღედში გადაედინება და აივნის გადახურვის ერთიან სისტემას ერწყმის. სადაც კარნიზის არეზე მცირე ზომის კრონშტაინებია თან დართული. ამ ნაწილს კრამიტის დამოუკიდებელი გადახურვა აქვს, როგორც ეს გადმოკიდებულ აივნებს ახასიათებს. მეხუთე სართული სადაა და ორ-ორი შეწყვილებული სარკმელი აქვს. მათი ზედა არე ნახევარწრიულია და ეს გაორმაგებული რკალისებური მონახაზი ქმნის კიდეც აღნიშნული მონაკვეთის მხატვრულ მახასიათებელს. ამასთან, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აივნების შემკულობა, მოაჯირების რიკულები მეორე სართულზე და ორნამენტული დაფები მესამე სართულზე, კბილანისებურად დანაწევრებული კიდეების მქონე კრონშტაინები რომლითაც აივნები პირველი სართულის არეს ეყრდნობა. გადმოკიდებული აივნები ამკობს შენობის უკანა ფასადსაც, რომელიც ბოტანიკური ქუჩის მხარეს გადის. აქ ნაგებობა სამსართულიანია. პიორველ სართულზე ორი შესასვლელი კარით და რამდენიმე ფანჯრის ღიობით. მეორე და მესამე სართულზე არსებული აივნები ისეთივე მოაჯირის მოტივებითაა შემკული როგორიცაა გამოყენებული ნაგებობის ცენტრალურ ფასადზე, მეოთხე სართულზე. ამ აივნების დამანაწევრებელი სამი სვეტი ოთკუთხა ფორმისაა და ყოველგვარი დეკორის გარეშე. აივანს კრამიტის სახურავი ხურავს. შენობის გვერდითა ფასადის ზედა ორი სართულის გეგმარება ტერასული ხასიათისაა. გამოყენებულია როგორც ლითონის მოაჯირებიანი ტალღისებური კონტურის აივნები ასევე გარედან სართულებს შორის დამაკავშირებელი კიბეები. ზედა სართული ამ გვერდითა ფასადზეც კარისა და ფანჯრების ღიობებით გამოდის, ქვედა სართულების მონაკვეთები კი რომელიც თითქმის სრულადაა დაფარული გვერდითა სახლებთან საზიარო ეზოთი სადაა და რამდენიმე ფანჯრის ჭრილით არის დანაწევრებული, მათგან ერთი, ყველაზე დიდი და ოდნავ შვერილი, კიბის უჯრედში გადის. მთლიანობაში ნაგებობას საკმაოდ რთული გეგმარება და მხატვრული იერი აქვს. ის ოპტიმალურადაა მორგებული იმ სივრცეს რომელშიცაა განთავსებული და ამასთან ძველი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ელმენტებითაცაა გამდიდრებული, აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლექტიზმის ხარისხიც საკმაოდ დიდია, რაც ალბათ მაინც გვიანდელი აღდგენითი სამუშაოების შედეგადაა მიღებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3666
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანა
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81049065
Y: 41.68832358